შავნაბადა (ქვეითი ბატალიონი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შავნაბადა (მრავალმნიშვნელოვანი).

მეცამეტე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი „შავნაბადა“ (ყოფილი 113-ე მექანიზებული ქვეითი ბატალიონი) — სამხედრო ნაწილი საქართველოს თავდაცვის ძალებში. სახელი „შავნაბადა“ მომდინარეობს მოსასხამისგან, რომელიც ლეგენდის მიხედვით წმინდა გიორგის ესხა მაშინ, როდესაც ქართველების არმიას გამარჯვებისაკენ უძღვოდა.

მეცამეტე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი „შავნაბადა“

მეცამეტე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხრე ნიშანი
აქტიური 1992 წლის 7 იანვარი — დღემდე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
შემადგენლობა ~400-600 სამხედრო
ტიპი მსუბიქი ქვეითი
ალიანსი საქართველოს თავდაცვის ძალები
მეტსახელი „შავნაბადა“
დევიზი „იყავი კაცი კაცებს შორის“
დღესასწაულები 2 ივლისი
ბრძოლები
მეთაურები
ცნობილი
მეთაურები
პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე
გენერალ მაიორი კობა კობალაძე
პოლკოვნიკი გიორგი შენგელია

„შავნაბადა“ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან ერთად ჩამოყალიბდა. ნაწილმა მონაწილეობა მიიღო ბრძოლებში აფხაზეთში, მ. შ. გაგრაში შავი ზღვიდან შეჭრაში. 2003 წელს დანაყოფმა მიიღო საქართველოს წვრთნის და აღჭურვის პროგრამა (GTEP) აშშ-ის საზღვაო ქვეითების კორპუსისგან.

სამხედროების 90 %-ზე მეტმა იმსახურა ერაყში 2005 წელს აშშ-ის მესამე ქვეით დივიზიასთან ერთად ბაღდადის მწვანე ზონაში. ბატალიონმა ასევე იმსახურა ჰელმანდის პროვინციაში, ავღანეთში როგორც საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალების ნაწილმა.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება