შავნაბადა (ქვეითი ბატალიონი)
მეცამეტე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი „შავნაბადა“ (ყოფილი 113-ე მექანიზებული ქვეითი ბატალიონი) — სამხედრო ნაწილი საქართველოს თავდაცვის ძალებში. სახელი „შავნაბადა“ მომდინარეობს მოსასხამისგან, რომელიც ლეგენდის მიხედვით წმინდა გიორგის ესხა მაშინ, როდესაც ქართველების არმიას გამარჯვებისაკენ უძღვოდა.
მეცამეტე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი „შავნაბადა“ | |
---|---|
მეცამეტე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხრე ნიშანი | |
აქტიური | 1992 წლის 7 იანვარი — დღემდე |
ქვეყანა | საქართველო |
შემადგენლობა | ~400-600 სამხედრო |
ტიპი | მსუბიქი ქვეითი |
ალიანსი | საქართველოს თავდაცვის ძალები |
მეტსახელი | „შავნაბადა“ |
დევიზი | „იყავი კაცი კაცებს შორის“ |
დღესასწაულები | 2 ივლისი |
ბრძოლები | |
მეთაურები | |
ცნობილი მეთაურები |
პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე გენერალ მაიორი კობა კობალაძე პოლკოვნიკი გიორგი შენგელია |
„შავნაბადა“ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან ერთად ჩამოყალიბდა. ნაწილმა მონაწილეობა მიიღო ბრძოლებში აფხაზეთში, მ. შ. გაგრაში შავი ზღვიდან შეჭრაში. 2003 წელს დანაყოფმა მიიღო საქართველოს წვრთნის და აღჭურვის პროგრამა (GTEP) აშშ-ის საზღვაო ქვეითების კორპუსისგან.
სამხედროების 90 %-ზე მეტმა იმსახურა ერაყში 2005 წელს აშშ-ის მესამე ქვეით დივიზიასთან ერთად ბაღდადის მწვანე ზონაში. ბატალიონმა ასევე იმსახურა ჰელმანდის პროვინციაში, ავღანეთში როგორც საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალების ნაწილმა.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- 13th Battalion Celebrates Independence Day in Baghdad.
- Shavnabada Battalion Welcomed Home from Iraq. Ministry of Defense of Georgia. October 9, 2005.
- Ambassador Tefft Welcomes Home Georgia’s 13th Battalion From Iraq. Embassy of the U.S. to Georgia. October 9, 2005.
- Mortars 'rain down from heaven' in Georgia
- Images from OIF 3 -- 2005
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Gen. Petraeus Praises Georgian Troops in Afghanistan. Civil Georgia. March 30, 2011