შავი ფიჭვი
შავი ფიჭვი (ლათ. Pinus nigra) — მაღალტანიანი 25 (40) მ-მდე სიმაღლის ხე. გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის განაპირა რაიონებში და დასავლეთ ევროპის სამხრეთ ნაწილებში. ახალგაზრდა ხის ვარჯი პირამიდული ფორმისაა, შემდეგ ასაკში მომრგვალო ქოლგისებრია. ხის ღერო დაფარულია მუქი-ფერის ქერქით, რომელიც ღეროს სიგრძეზე და გარდიგარდმო დამსკდარია.
შავი ფიჭვი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Pinus nigra | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 42386 | ||||||||||||||
|
მერქანი წითელი გულისა და თეთრი ცილისგან შედგება. შავი ფიჭვის დამოკლებულ ტოტზე წყვილი, 8-14 სმ სიგრძის, მაგარი და მკვრივი წიწვი ვითარდება. მისი მოყვითალო-მონაცრისფრო დამწიფებული გირჩა 8 სმ სიგრძეს აღწევს. შავი ფიჭვის ფრთიანი თესლი ჩვეულებრივი ფიჭვის თესლზე უფრო მსხვილია.
შავი ფიჭვი ნიადაგის მიმართ ძლიერ შემგუებლობას იჩენს. იზრდება მშრალ, კირნარ და ქვიშნარ ნიადაგებზე.მთავარი ფესვი ნაკლებად ეზრდება, სამაგიეროდ კარგად უვითარდება გვერდითა ფესვები. ფესვი ხასიათდება ძლიერ პლასტიურობით, ასევე შავი ფიჭვი უფრო ჩრდილის ამტანია.
ცნობილია მისი ვარიაციები: ლათ. Pinus calabrica, ლათ. Pinus poiretiana. შავი ფიჭვი საქართველოში ხელოვნურად ძლიერ გავრცელებული სახეობაა და ხშირად ვხვდებით მის კარგ კულტურებს.