შაბანიბელი
მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში
შაბანიბელი — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შუაკარავის ქედზე, მდინარეების ურაველისა და ფოცხოვისწყლის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2644 მ. აგებულია შუაეოცენური ტუფ-ბრექჩიებით, ტუფებითა და ანდეზიტებით. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოების ბალახეულით.
შაბანიბელი | |
---|---|
კოორდინატები: 41°31′31″ ჩ. გ. 42°56′00″ ა. გ. / 41.525361° ჩ. გ. 42.933500° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2644 მ |
ქედი | შუაკარავის ქედი |
ამგებელი ქანები | ტუფ-ბრექჩია, ტუფი და ანდეზიტი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯანელიძე ჭ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 668.