ოლოლი
(გადამისამართდა გვერდიდან ყურებიანი ბუ)
ოლოლი, ყურებიანი ბუ (ლათ. Asio otus) — ფრინველი ბუსნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 36-37 სმ, ფრთების შვილი 1 მ, მასა 250 გრამს აღწევს. აქვს შავი ნისკარტი და ბრჭყალები, თავზე წაგრძელებული ბუმბულები („ყურები“). ღამის ფრინველია.
ოლოლი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Asio otus | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22689507 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
გავრცელებულია ევროპაში, მცირე აზიაში, ირანში, ქაშმირში, იაპონიაში, კორეაში, ჩინეთში, კანარის კუნძულებზე, ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში ბინადრობს დაბლობისა და მთის მაღალხეებიან ტყეებში, ვერტიკალურად 3 ათას მეტრს აღწევს.
ბუდობს ხეებზე — უმთავრესად სხვა ფრინველთა ბუდეებში, იშვიათად ფუღუროში, მიწაზე. იკვებება თაგვისებრი მღრღნელებით (დღეში თითო ოლოლოს ულუფა 3 თაგვია) და მწერებით, რითაც სარგებლობა მოაქვთ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 522.