ყუმურის მთა
მთა საქართველოში, კახეთის მხარეში
ყუმურის მთა — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ივრის ზეგანზე, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის დასავლეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 578 მ. აგებულია ზედა პლიოცენ-აღჩაგილის კონგლომერატებით, ქვიშებით, თიხნარებით, თიხებით. მთის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კალთა ძლიერ დახრილია. ზედაპირზე წარმოქმნილია გამოფიტვის ღარები და გაშიშვლებები. შემოსილია ღვიის, ძეძვის, თრიმლისა და სხვა ბუჩქნარებით.
ყუმურის მთა | |
---|---|
კოორდინატები: 41°14′52″ ჩ. გ. 46°18′33″ ა. გ. / 41.24778° ჩ. გ. 46.30917° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 578 მ |
მთის მასივი | ივრის ზეგანი |
ამგებელი ქანები | კონგლომერატი, ქვიშა, თიხნარი, თიხა |
ასაკი | ზედა პლიოცენი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩანგაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 663.