ყირიმული ფიჭვი, პალასის ფიჭვი (ლათ. Pinus nigra subsp. pallasiana) — მარადმწვანე ხე, ფიჭვისებრთა ოჯახისა. სიმაღლე 20-30 მ, ზოგჯერ 45 მ-მდე. ყირიმული ფიჭვის სამშობლოა ყირიმის მთები.

ყირიმული ფიჭვი

ყირიმული ფიჭვის საერთო ხედი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ფიჭვისებრნი
გვარი:  ფიჭვი
ლათინური სახელი
Pinus nigra subsp. pallasiana
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 20454606

მისი გავრცელების არეალი მოიცავს ყირიმს, იაილის სამხრეთ კალთებსა და კავკასიის შავიზღვისპირა სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილს. უწინ ყირიმული ფიჭვი თითქმის მთლიანად ფარავდა ყირიმის მთების კალთებსა და შტოქედებს. სინათლის მოყვარული მცენარეა, კარგად იზრდება ღია მზიან ადგილებში. ვარჯი ფართოა, პირამიდისებური; ტოტები ჰორიზონტალური.

ქერქი შავი ან მურაა, ნაპრალოვანი. ნორჩი ყლორტი მოყვითალო-მურა ფერისაა, კრიალა. კვირტი მსხვილია, სწორი. სიცოცხლის ხანგრძლივობა 500-600 წელი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება