ყირიმი – ოქრო და შავი ზღვის საიდუმლოებები
ყირიმი – ოქრო და შავი ზღვის საიდუმლოებები, აგრეთვე, ცნობილი, როგორც "სკვითური ოქრო" — ისტორიული და კულტურული საუნჯის გამოფენა, რომელიც გაიმართა 2013 წლის 3 ივლისს ბონის მუზეუმში, ხოლო მოგვიანებით, ალარდ პირსონის მუზეუმში ამსტერდამის უნივერსიტეტის მხარდაჭერით 2014 წლის 7 თებერვლიდან 31 აგვისტომდე. საგამოფენო ექსპონატები მოიცავდა 6 უკრაინული მუზეუმის კოლექციას და კულტურულ-ისტორიულ ნაკრძალებს. გამოფენა ქრონოლოგიურად მოყვებოდა ეპოქებს ანტიკურობიდან ადრეულ შუა საუკუნეებამდე.
2014 წლის დასაწყისში ყირიმში რუსეთის შეჭრისა და ნახევარკუნძულის ოკუპაციის შემდგომ, გამოფენა სამართლებრივი უთანხმოების საგანი გახდა უკრაინას, ალარდ პირსონის მუზეუმსა და ყირიმის მუზეუმებს შორის.[2][3][4][5][6] 2014 წლის სექტემბერში, საგამოფენო ექსპონატები, რომლებიც მიეკუთვნებოდა უკრაინის მატერიკის მუზეუმებს, დაუბრუნდა უკრაინას. 2016 წლის 14 დეკემბერს, ამსტერდამის სასამართლომ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად ყირიმის ექსპონატები, სასურველი იყო მიკუთვნებოდა უკრაინას და არა - რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს.[7] ამ ფორმატში, ეს იყო უკრაინის თანამედროვე ისტორიაში პირველი სასამართლო. წინარე პერიოდებში, უკრაინის მხარეს არასდროს გაუმართავს სასამართლო სხდომები ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
კოლექცია
რედაქტირება"სკვითური ოქრო" წარმოდგენილია 6 უკრაინული მუზეუმის კოლექციიდან და ისტორიულ-კულტურული ნაკრძალებიდან:
დროებით ოკუპირებული ყირიმის მუზეუმებიდან:
- ხერსონესის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი სევასტოპოლში
- ქერჩის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი
- ბახჩისარაის სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული ნაკრძალი
- ყირიმის რესპუბლიკის რეგიონალური მუზეუმი [8]
გამოფენა წარმოადგენდა პირველ სამეცნიერო-ექსპოზიციურ და კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელშიც უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნაობები იყო გაერთიანებული. გამოფენა მიმოიხილავდა ყირიმის ანტიკურ ისტორიას, რომელიც ისტორიული და პოლიტიკური მიზეზების გამო, მრავალი საუკუნის განმავლობაში წარმოადგენდა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების, კულტურების, ანტიკური და მომთაბარე ხალხების, აღმოსავლეთისა და დასავლეთის გადაკვეთის წერტილს.
გამოფენის ქრონოლოგია მოიცავდა ანტიკური ეპოქიდან შუა საუკუნეებამდე პერიოდებს. კერძოდ, ცნობილია, რომ "ყირიმის რესპუბლიკის რეგიონულმა მუზეუმმა" წარადგინა სკვითების, სარმატების, გუთების კულტურების 451 ექსპონატს, რომლებიც აღმოაჩინეს სკვითური ნეაპოლისის ტერიტორიის კვლევისას. მუზეუმში წარმოდგენილია სარმატების საცხენო იარაღის ბრინჯაოს და ვერცხლის ორნამენტები, მე-4 საუკუნის ჭურჭელი, სხვ. ბახჩისარაის ისტორიულმა და კულტრულმა სახელმწიფო ნაკრძალმა გამოფენაზე წარადგინა 215 ექსპონატი, რომლებიც აღმოაჩინეს უსტ-ალმინის ნეკროპოლისში, კერძოდ, სულვუ-კაი სამარხში.[9][10] კოლექცია მოიცავს ძვირფასეულობას, დეკორატიულ ობიექტებს და გამოყენებით ხელოვნებას, საყოფაცხოვრებო ნივთებს (კოვზები, თეფშები, დოქები) და იარაღებს. მთლიანობაში, ეს კოლექცია ქმნის ყირიმის ისტორიული და ეთნიკური კულტურების სამ კომპლექსს: სკვითები, გუთები და სარმატები.[11][12]
ისტორია
რედაქტირება"სკვითების ოქრო" განთავსდა ბონის მუზეუმში 2013 წლის 3 ივლისიდან 2014 წლის 20 იანვრამდე პერიოდში. ამ დროს, 53 000 ადამიანი ესტუმრა გამოფენას. გამოფენის ორგანიზატორი იყო რაინის რეგიონული მუზეუმი ქალაქ ბონში.[13][14][15][16]
2014 წლის 7 თებერვლიდან 31 აგვისტომდე პერიოდში, გამოფენა ჩატარდა ალარდ პირსონის არქეოლოგიურ მუზეუმში ამსტერდამის უნივერსიტეტის მხარდაჭერით. საგამოფენო ექსპონატები 2014 წლის ივნისში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა, რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ანექსიის გამო, დროულად უკან არ დააბრუნებულა, რადგან საკუთრივ გამოფენა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში რუსული ინტერვენციის დროს ჩატარდა. ყოველივე ამან წარმოშვა სამართლებრივი ინციდენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ მხარეს უნდა მიკუთვნებოდა ექსპონატების ყირიმული ნაწილი - უკრაინას, როგორც ორგანიზატორ სახელმწიფოს, თუ ყირიმულ მუზეუმებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Скіфське золото" спонукає Україну повернути контроль над музеями Криму uk. ციტირების თარიღი: 2021-05-16
- ↑ Кречетніков, Артем. (21 January 2015) "Скіфське золото": Київ вступає в юридичну битву з Кримом. ციტირების თარიღი: 7 August 2015
- ↑ Суд щодо "золота скіфів" у Нідерландах затягнеться на роки (11 April 2015). ციტირების თარიღი: 7 August 2015
- ↑ Амстердамський суд визнав справедливими претензії України на "Скіфське золото" (8 April 2015). ციტირების თარიღი: 7 August 2015
- ↑ Суд Амстердама визначить долю скіфського золота з Криму до 1 квітня (8 April 2015). ციტირების თარიღი: 7 August 2015
- ↑ Суд Амстердама пустив Україну в процес щодо скіфського золота (8 April 2015). ციტირების თარიღი: 7 August 2015
- ↑ Експонати виставки «Крим. Золотий острів у Чорному морі» повернуться в Україну. Урядовий портал. 14.12.2016 року
- ↑ Черниш, Ірина. (7 July 2013) У Німеччині відкрили виставку "Крим – золотий острів у Чорному морі". ციტირების თარიღი: 7 August 2015
- ↑ Некрополи на склоне Сувлу-Кая в старом городе / Город Бахчисарай, Заброшенные кладбища // Горный Крым — Туризм и отдых в горах Крыма, 13.12.2018
- ↑ А. А. Волошинов, В. В. Масякин, А. Е. Соломоненко (Институт археологии Крыма РАН). Исследования могильника Сувлу-Кая III—V вв. н.э. в 2018 году (г. Бахчисарай) // История и археология Крыма. 2019. Вып. ХI. 59—64
- ↑ Золото скіфів із музеїв України "підірвало" Європу (10 February 2014). ციტირების თარიღი: 10 August 2015
- ↑ Амстердам у захопленні від скіфського золота України (11 February 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივნისი 2014. ციტირების თარიღი: 10 August 2015
- ↑ Виставка 2011-2014 рр. (8 April 2015). ციტირების თარიღი: 7 August 2015
- ↑ Кримські античні пам’ятки експонуватимуться в Амстердамі (8 April 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აგვისტო 2015. ციტირების თარიღი: 7 August 2015
- ↑ Евген Нищук: "Всі музейні предмети, що зараз експонуються за кордоном повернуться в Україну" (28 March 2014). ციტირების თარიღი: 7 August 2015
- ↑ Скарби Кримської землі стали відомі в Європі (8 July 2013). ციტირების თარიღი: 7 August 2015