ტავრიის ქერსონესი
ტავრიის ქერსონესი — ძველი ბერძნების მიერ დაარსებული პოლისი ჰერაკლეს ნახევარკუნძულზე, ყირიმის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. ამჟამად ქერსონესის ტერიტორიაზე მდებარეობს სევასტოპოლის გაგარინის რაიონი. ორი ათასწლეულის განმავლობაში ქერსონესი წარმოადგენდა ჩრდილო შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს.
ტავრიის ქერსონესი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | უკრაინა |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, v |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 44°36′42″ ჩ. გ. 33°29′36″ ა. გ. / 44.61167° ჩ. გ. 33.49333° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2013 (37-ე სესია) |
ნომერი | 1411 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1411 ინგლ. • რუს. • ფრ. |
2013 წლის 23 ივნისს პოლისი შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].