ყინულის კაცი (რობერტ "ბობი" ლუის დრეიკი) (ინგლ. Iceman) — Marvel Comics-ის გამოგონილი სუპერგმირი, იქს-ადამიანების წევრი. შექმნილია მწერალი სტენ ლისა და მწერალი/ილუსტრატორი ჯეკ კირბის მიერ. პერსონაჟი პირველად გამოჩნდა კომიქსში შემზარავი იქს-ადამიანები (ნაწ. 1) #1, (1963 წლის სექტემბერი).

ყინულის კაცი
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა იქს–ადამიანები (ნაწ. 1) #1 (1963 წლის სექტემბერი)
ავტორ(ებ)ი სტენ ლი, ჯეკ კირბი
დახასიათება
ალტერ ეგო რობერტ "ბობი" ლუის დრეიკი
სახეობა ადამიანი-მუტანტი
ფსევდონიმები მისტერ ფრიზი, დრეიკ რობერტსი, სუსხიანი.
მოკავშირეები იქს-ადამიანები
იქს-ფაქტორი
მცველები
ჩემპიონები
იქს-ტერმინატორები
თორმეტნი
Cataclysm Keys
საიდუმლო მცველები
შესაძლებლობა ყინულის მართვა/სინესტის ყინულად გარდაქმნა,
თერმული ხედვა,
ზეადამიანური ძალა და გამძლეობა,
ყინულის ფორმა,
მდგრადობა ექსტრემალური ტემპერატურის მიმართ

მუტანტი ფლობს კრიოკინეზის (სიცივისა და ყინულის მართვა) უნარს. შეუძლია გაყინოს ყველაფერი მის გარშემო, ასევე შეუძლია გარდაქმნას მისი სხეული ყინულად. თუმცა იგი ომეგა-დონის მუტანტია, დრეიკს ჯერ კიდევ არ გამოუვლენია სრულად მისი პოტენციალი, თუმცაღა წლების მანძილზე შრომობს შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. იქს-ადამიანების ერთ-ერთი ცენტრალურ ფიგურა, ყინულის კაცი ხშირად მონაწილეობს იქს-ადამიანების (და ადამიანი ობობას)-მსგავს კომიქსებში, ვიდეო თამაშებში, ანიმაციურ სერიებსა და სრულმეტრაჟიან ფილმებში, სადაც მუტანტს მსახიობი შონ ეშმორი ანსახიერებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება