აპოკალიფსი (პერსონაჟი)

აპოკალიფსი (ინგ. Apocalypse) — გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც ცნობილია Marvel Comics-ის მიერ გამოცემული კომიქსებიდან და გრაფიკული ნოველებიდან. მისი დებიუტი 1980-იანი წლების შუაგულს შედგა კომიქსში იქს-ფაქტორი (ნაწ. 1, 1986-1991). შექმნილია ლუიზა სიმონსონისა და ჯექსონ გაისის მიერ. აპოკალიფსი მკითხველს გაეცნო, როგორც საუკუნეების-ხნის მუტანტი, რომელიც სოციალური დარვინიზმის ღირსეულთა გადარჩენის ფილოსოფიითაა შეპყრობილი. პერსონაჟი აღჭურვილია უმაღლესი-დონის ტექნოლოგიით, რაც საშუალებას აძლევს - გარდაქმნას ანგელოზი მის ერთ-ერთ მსახურად, აგრეთვე დააინფიციროს ციკლოპის ვაჟი ე.წ. ტექნო-ორგანული ვირუსით. თუმცაღა პერსონაჟი პირველად იქს-ფაქტორში გამოჩნდა, ცოცხალი მონოლითის უსახელო პარტნიორი (მარველის გრაფიკული ნოველის მე-17 (1985) ნომრიდან) გაიგივებულია შენიღბულ აპოკალიფსთან. სუპერბოროტმოქმედი მოსეს მაგნუმი, რომელიც ებრძოდა იქს-ადამიანებს 1970-იანი წლების მიწურულს, კლასიკური იქს-ადამიანების 25-ე ნომერში (ნაწ. 1, 1988 წლის სექტემბერი) აპოკალიფსის რჩეულად ევლინება მკითხველს. აპოკალიფსის ნამდვილი სახელი, ენ საბაჰ ნური, გამჟღავნდა კომიქსში იქს-ძალა #37 (ნაწ. 1, 1994 წლის აგვისტო). მასთან ერთად გაირკვა მის დაბადების ადგილი (ეგვიპტე) და ისიც, რომ აპოკალიფსის სუპერ-ტექნოლოგია უცხოპლანეტელთა ნახელავია. აპოკალიფსის წარმომავლობა ამტკიცებს, რომ იგი პირველი მუტანტია, 5,000 წლის წინ დაბადებული. 1995 წელს შეიქმნა იქს-ადამიანების ცნობილი ისტორია, სახელად აპოკალიფსის ჟამი. ესაა ალტერნატიული რეალობა, სადაც აპოკალიფსმა მსოფლიოს უდიდესი ნაწილი დაიპყრო. სწორედ ამ პარალელურმა განზომილებამ ჩაანაცვლა დროებით მარველის ძირითადი მსოფლიო.

აპოკალიფსი

აპოკალიფსი. შემზარავი იქს-ადამიანები #183 (ნაწ. 2, 2006 წლის აპრილი) გარეკანი. სალვადორ ლაროკას ნამუშევარი.
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა იქს-ფაქტორი ნაწ. 1, #5 (ივნისი, 1986)
ავტორ(ებ)ი ლუიზა სიმონსონი (მწერალი),
ჯექსონ გაისი (მხატვარი)
დახასიათება
ალტერ ეგო ენ საბაჰ ნურ
სახეობა ადამიანი-მუტანტი
მოკავშირეები ოთხი მხედარი
შავი მხედრები
აკაბას კლანი
ბოროტების ალიანსი
შესაძლებლობა თვით-მართვა,
უკვდავება,
ზეადამიანური ფიზიკური ძალა, სისწრაფე, მოქნილება, სიმტკიცე, რეფლექსები,
ტელეპორტაცია,
ფრენა,
ენერგიის მართვა,
ტექნოპათია,
სწრაფად განკურნების უნარი,
გონებრივი შესაძლებლობები,
გენიოსის-დონის ინტელექტი

2008 წელს აპოკალიფსმა დაიკავა მესამე ადგილი Marvel.com-ის უკანასკნელი ოთხი ათწლეულის ათ საუკეთესო სუპერბოროტმოქმედს შორის. 2009 წელს კი IGN-ის კომიქსების ყველა დროის 25 საუკეთესო ბოროტმოქმედის სიაში პერსონაჟი 24-ე პოზიციას დასჯერდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება