მუტანტი (Marvel Comics)

(გადამისამართდა გვერდიდან ომეგა-დონის მუტანტი)

Marvel-ის კომიქსების წიგნებში, მუტანტი ეწოდება ინდივიდს, რომელიც ფლობს გენეტიკურ შტრიხს, ე.წ. იქს-გენს, რისი მეშვეობითაც ბუნებრივად შეუძლია გამოავლინოს ზეადამიანური ძალები და შესაძლებლობები. მუტანტები წარმომადგენლები არიან Homo Superior-ის სახეობისა, რაც Homo sapiens-ის ევოლუციური შთამომავალია, და ადამიანის ევოლუციაში მომდევნო საფეხურად მიიჩნევიან.

ომეგა-დონის მუტანტები

რედაქტირება

ომეგა-დონის მუტანტი მათი ზეადამიანური შესაძლებლობების ერთ-ერთი უძლიერესი გენეტიკური პოტენციალია. ტერმინი შემზარავი იქს-ადამიანების 207-ე ნომრიდან გახდა ცნობილი (1986), თუმცაღა სრულიად განუმარტავი იყო. მას შემდგომ გამოჩნდა 2001 წლის ლიმიტირებულ სერიებში იქს-ადამიანები სამუდამოდ. ომეგა-დონის შესაძლებლობების რიცხვს განეკუთვნება მაგ. უკვდავება, მატერიისა და ენერგიის უკიდურეს დონეზე მართვა, უმაღლესი დონის გონებრივი შესაძლებლობები, ძლიერი ტელეკინეზისი და პოტენცია, რომელიც ცნობილი მატერიალური სამყაროს მიღმა არსებობს. მყარი დეფინიცია ტერმინისა კომიქსებიდან ცნობილი არ არის. ცნება ’ომეგა-დონის მუტანტი’ აერთიანებას უკიდურესაც ძლიერ მუტანტებს, როგორიცაა: ჯინ გრეი, ვულკანი, რეიჩელ სამერსი, ელიქსირი, ფრანკლინ რიჩარდსი და სხვები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება