რეიჩელ სამერსი
რეიჩელ სამერსი (აგრეთვე ცნობილია, როგორც რეიჩელ გრეი, მარველის გოგონა, ფენიქსი) — გამოგონილი პერსონაჟი, Marvel Comics-ის სუპერგმირი. შექმნილია მწერალი კრის კლერმონისა და მწერალი/ილუსტრატორი ჯონ ბირნის მიერ. პირველად გამოჩნდა შემზარავი იქს-ადამიანების 141-ე ნომერში (1981 წლის იანვარი). მარველის გოგონა თანამშრომლობდა რამდენიმე გუნდთან, მათ შორის იქს-ადამიანებთან და ექსკალიბურთან.
მარველის გოგონა | |
---|---|
მარველის გოგონა, იქს-ადამიანები: იმპერატორი ვულკანის #4 გარეკანზე. ბილი ტანის ნამუშევარი. | |
გამოცემის ინფორმაცია | |
გამომცემელი | Marvel Comics |
პირველი გამოჩენა | [შემზარავი] იქს–ადამიანები #141 (1981 წლის იანვარი) |
ავტორ(ებ)ი | კრის კლერმონი, ჯონ ბირნი, ჯონ რომიტა უმცროსი |
დახასიათება | |
ალტერ ეგო | რეიჩელ ენ სამერსი |
სახეობა | ადამიანი-მუტანტი |
ფსევდონიმები | რეიჩელ გრეი, მარველის გოგონა, ფენიქსი... |
მოკავშირეები |
იქს-ადამიანები XSE ექსკალიბური ასკანის კლანი Hounds ჯოჯოხეთის ცეცხლის კლუბი Starjammers |
შესაძლებლობა |
ტელეპათია, ტელეკინეზისი ასტრალური მოზაურობის უნარი, უწინ: ფენიქსის ძალა |
იგი იქს-ადამიანების ციკლოპისა და ჯინ გრეი-სამერსის ქალიშვილია ულმობელი, ანტიუტოპიური ალტერნატიული მომავლიდან. მისი ბიძები, ჰავოკი და ვულკანი, აგრეთვე მეტად ძლევამოსილი მუტანტები არიან. იგი ფლობს დედისეულ ტელეპათიასა და ტელეკინეზისს, ასევე ლეგენდარულ ფენიქსის ძალას. ალტერნატიულ რეალობაში რეიჩელ გრეი ჰიპერშტორმისა და დრიმ სამერსის დედაა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რეიჩელ სამერსი Marvel-ის სამყაროს ვიკიში