ყვითელლოყება (ლათ. Elopichthys bambusa) — მტაცებელი თევზი კობრისებთა ოჯახისა. აქვს წვრილი ქერცლით დაფარული და წაგრძელებული სხეული. მისი სიგრძე 2 მ, მასა — 30-40 კგ აღწევს. გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიაში, მდინარე ამურიდან დაწყებული, დამთავრებული ვიეტნამამდე, მდინარე კამდე. ლაყუჩის სახურავები ყვითელ-ოქროსფერია, საიდანაც წარმოსდგება თევზის სახელწოდება. დიდი პირი აქვს. იკვებება თევზით. ტოფობს ზაფხულში. ძვირფასი სარეწაო თევზია. ძალიან გემრიელი და მსუქანი ხორცი აქვს. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს.