ყვარლის წყალსაცავი

წყალსაცავი საქართველოში, კახეთის მხარეში

ყვარლის წყალსაცავი ან ყვარლის ტბაწყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთის ძირში, მდინარე დურუჯის მარჯვენა მხარეს, თბილისიდან დაახლოებით 150 კმ-ში, ზღვის დონიდან 430 მ სიმაღლეზე. შექმნილია პატარა ნამდინარევ ქვაბულში, რომელიც გაზრდილია 20 მ სიმაღლისა და 800 მ სიგრძის მიწაყრილის კაშხალით. მაქსიმალური დონის დროს ფართობი 0,3 კმ² აღწევს. წყლის მოცულობა 3,6 მლნ. მ³. საშუალო სიღრმე 12 მ, მაქსიმალური სიღრმე 20 მ, უდიდესი სიგრძე 0,9 კმ, უდიდესი სიგანე 0,3 კმ. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით. წყალსაცავის წყალს იყენებენ სარწყავად.[1] ამჟამად კეთილმოწყობილია. დასასვენებელი ადგილია. სამხრეთ-დასავლეთ ნაპირთან გაშენებულია სასტუმრო და რესტორანი „ყვარლის ტბა“. არის სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსი, აქვეა ორი ღია საცურაო აუზი, რომელთაგან ერთი საბავშვოა, თანამედროვე სავარჯიშო სპორტული დარბაზი ფიტნეს აღჭურვილობით, თურქული და ფინური საუნა, სპა ცენტრი მასაჟისტებითა და იტალიური ბრენდ Ten-ის პროდუქციით.[2]

ყვარლის წყალსაცავი

ყვარლის წყალსაცავი
კოორდინატები: 41°55′31″ ჩ. გ. 45°52′56″ ა. გ. / 41.925417° ჩ. გ. 45.882222° ა. გ. / 41.925417; 45.882222
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყვარლის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე)
ზღვის დონიდან 430
სიგრძე 0,9 კმ
სიგანე 0,3 კმ
ფართობი 0,3 კმ²
მოცულობა 0,0036 კმ³
უდიდესი სიღრმე 20
საშუალო სიღრმე 12
ყვარლის წყალსაცავი — საქართველო
ყვარლის წყალსაცავი
ყვარლის წყალსაცავი — კახეთის მხარე
ყვარლის წყალსაცავი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 638.
  2. ახალი სპორტული კომპლექსი კურორტ ყვარლის ტბაზე