ყელის ტბა
ტბა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
ყელის ტბა — ვულკანურ-მყინვარული გენეზისის[1] ტბა საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში.[2] მდებარეობს ყელის ვულკანურ ზეგანზე, ზღვის დონიდან 2914 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 1,28 კმ², საშუალო სიღრმე 24,7 მ, მაქსიმალური სიღრმე 63 მ, წყლის მოცულობა 31,6 მლნ მ³. წყალშემკრები აუზის ფართობი 7,8 კმ². მერიდიანულად გადაჭიმული ტბის ქვაბული შექმნილია დიდი მყინვარული ცირკის ლავური ნაკადის შეგუბებით, რომელიც შემდეგში მყინვარმა გადაამუშავა. უკავია ორი ქვაბული. ტბა საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. მაქსიმალური დონე ივნისშია, მინიმალური — თებერვალში. ტბიდან გამოედინება მდინარე ქსანი.[3] ტბა 7–8 თვე ყინულითაა დაფარული. წყალი მტკნარია. თევზი არ არის.[4] ტბა და მისი მიდამოები პერსპექტიულია ტურიზმისათვის.
ყელის ტბა | |
---|---|
ყელის ტბა | |
კოორდინატები: 42°28′47″ ჩ. გ. 44°18′54″ ა. გ. / 42.4799722° ჩ. გ. 44.3150778° ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ახალგორის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე) |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 2914 მ |
ფართობი | 1,28 კმ² |
მოცულობა | 0,0316 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 24,7 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 63 მ |
აუზის ფართობი | 7,8 კმ² |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ლევან მარუაშვილი, საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბილისი, საქართველო, გვ. 64, წელი 1964.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 188.
- ↑ Озера Кельского нагорья, А. В. Зимницкий // ყელის ვულკანური ზეგნის ტბები
- ↑ Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.