ყარყატნისკარტა ალკუნი (გვარი)

ყარყატნისკარტა ალკუნი ან გურიალი (ლათ. Pelargopsis) — ფრინველთა გვარი ალკუნისებრთა ოჯახისა. მოიცავს სამ სახეობას. გავრცელებულნი არიან სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტროპიკულ ზონებში. მათი სხეულის სიგრძე 35 სმ აღწევს.[1] გააჩნიათ მასიური შავი ან წითელი ნისკარტი და წითელი ფეხები. თავი და სხეულის ქვედა ნაწილი თეთრი ან მოყვითალო-თეთრია, ფრთები და სხეულის ზედა ნაწილი მუქი. არ ახასიათებთ სქესობრივი დიმორფიზმი. ფრენისას ფართხალებენ, მაგრამ პირდაპირ ფრენენ. ბინადრობენ ტყის ზონებში ტბებთან, მდინარეებთან, ესტუარებთან ან სანაპიროებთან ახლოს. იკვბებიან ცხრაფეხებით, თევზით, ბაყაყებით, ყარყატნისკარტა ალკუნიმღრღნელებითა და მცირე ფრინველებით. ბუდეს იკეთებენ სანაპიროებზე, ხეებზე ან ტერმიტების ბუდეებში, სადაც დებენ თეთრ კვერცხებს.

ყარყატნისკარტა ალკუნი

ყარყატნისკარტა ალკუნი (Pelargopsis capensis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ყაპყაპისნაირნი
ოჯახი:  ალკუნისებრნი
გვარი:  ყარყატნისკარტა ალკუნი
ლათინური სახელი
Pelargopsis (Gloger, 1841)

სახეობები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Fry, C. Hilary; Fry, Kathie; Harris, Alan (1992) Kingfishers, Bee-eaters, and Rollers. London: Christopher Helm. ISBN 978-0-7136-8028-7. 
  1. Fry, Fry & Harris 1992, pp. 137–141.