ყაზბეგის სპარსანგელოზის ნიში

სპარსანგელოზის ნიში — საკულტო ძეგლი. მდებარეობს დაბა სტეფანწმინდის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ვაკეზე. თავდაპირველად მდგარა ქოზციხის ტერიტორიაზე.

ნიში ოთხკუთხა პრიზმის ფორმის მასიური ნაგებობაა და ნაშენია ფიქლით. წყობა მშრალია. მთავარი ფასადი დასავლეთითაა. ამ მხარესაა მოწყობილი ოთხკუთხა სასანთლე თახნა. მის მარცხნივ კედელში ჩამაგრებულია ორი პატარა თეთრი დროშა. ნიში შეტეთრებულია კირით და თავზე მთის ბროლის ქვები აწყვია. იგი ყაზბეგის, სათარგმნოსა და სნოს სალოცავია. აქ სალოცავად მოდიან გიგაურები, გომიაშვილები, ეფხოშვილები, ჩოფიკაშვილები და ალიბეგაშვილები. იხდიან ათენგენობას.

ლიტერატურა

რედაქტირება