სათარგმნო
სათარგმნო — ნასოფლარი, ისტორიული ძეგლი, მდებარეობს დაბა სტეფანწმინდის ჩრდილოეთით, მდინარე ყუროს ნაპირზე.
შუა საუკუნეებში ხევის სათემო ცენტრი იყო. გადმოცემით, XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე ადიდებულ მდინარეს სოფელი წაულეკავს. საქართველოს სამხედრო გზის გაფართოებამდე გზა ყაზბეგიდან ჩრდილოეთისკენ მდინარე ყუროზე და სათარგმანოზე გადიოდა. სოფელთან მდინარე ყურო გზას ხშირად აზიანებდა და მდინარის გადალახვა შეუძლებელი ხდებოდა. რუსმა მოგზაურებმა ამ ადგილს „ცოფიანი ხევი“ უწოდეს. მას მოიხსენიებს ა. პუშკინიც.
ლიტერატურა
რედაქტირება- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 481.