ათენგენობაქრისტიანული დღესასწაული; დაუწესებიათ III-IV საუკუნეების მიჯნაზე წამებული ბერძენი მღვდელმოძღვრის ათენეგე (ათინოგენე) სებასტიელის მოსახსენიებლად. ათენგენობა ფართოდ ყოფილა გავრცელებული საქართველოში და სომხეთში. განეკუთვნებოდა მოძრავ დღესასწაულთა ციკლს. იმართებოდა ივნის-ივლისში, აღდგომიდან 98-ე დღეს ("დღესა ვარდობასა"). ამჟამად შემორჩენილია აღმოსავლეთ საქართველოს მთაში. ხევსურეთში და ხევში მას ათენგენობას ეძახიან, თუშეთში - ათნიგენობას, ზოგან კი იმ ხატის სახელს, სადაც დღეობა იმართება (ლაშარობა, თამარობა, სერობა და ა. შ.). მთაში ქრისტიანობის პაგანიზების (გახალხურება) შედეგად მთიელთა ათენგენობას სახელწოდების გარდა თითქმის აღარაფერი აქვს საერთო ქრისტიანულ დღესასწაულთან. ეს არის ტიპობრივი ხალხური დღესასწაული, რომელიც იმართება ივნისის II ნახევარში სხვადასხვა დღეს. ათენგენობის დღესასწაულზე ხალხი შესაწირავითა და სათანადო რიტუალის შესრულებით ცდილობდა ხატის მფარველობა დაემსახურებინა.

წმ. ათინოგენე სებასტიელი (მინიატურა ივერთა მონასტრიდან)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ. 1956;