ყაზახგეიტი
ყაზახგეიტი — კორუფციული სკანდალი, რომელიც აგორდა ამერიკელი ბიზნესმენის ჯეიმზ გიფენის და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ყოფილი მრჩევლის ირგვლივ.[1]
აღწერა
რედაქტირება2003 წლის აპრილში, [2] აშშ-ს პროკურორებმა დაადანაშაულეს გიფენი ნაზარბაევისა და ყაზახეთის რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნურლან ბალგიმბაევის მოსყიდვაში, რათა 1990-იან წლებში მოეხდინათ დასავლური კომპანიების თენგიზის ნავთობის კონტრაქტებით უზრუნველყოფა.[3] ჯეიმზ გიფენი დააკავეს ნიუ-იორკის აეროპორტში, როდესაც ცდილობდა პარიზისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩაჯდომას, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მას ქვეყნიდან გაქცევის განზრახვა არ ჰქონდა - მას ჰქონდა დასაბრუნებელი ბილეთი და ეს იყო ჩვეულებრივი დაგეგმილი მივლინება. მას ბრალი წაუყენა ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურორმა 1977 წლის უცხოური კორუფციული პრაქტიკის აქტის დარღვევაში და ფულის გათეთრებაში. გიფენს თან ჰქონდა ყაზახური დიპლომატიური პასპორტი, თუმცა ორმაგი მოქალაქეობა ყაზახეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით დაუშვებელია. პროკურორებმა ასევე ბრაიან უილიამს III-ს, Mobil-ის ნავთობკომპანიის ყოფილ აღმასრულებელს, ბრალი წაუყენეს გადასახადებისგან თავის არიდებაში, რომელიც დაკავშირებულია ყაზახეთში ბიზნესის კეთების დროს ქრთამის აღებასთან.
გრიფენის სკანდალმა გამოიწვია სერიოზული დიპლომატიური დაძაბულობა შეერთებულ შტატებსა და ყაზახეთს შორის იმის გამო, რომ ყაზახეთს საკვანძო პოზიციები ეკავა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ დაწყებულ აშშ-ს რეგიონალურ სამხედრო კამპანიაში . იმ წლებში ყაზახურმა მხარემ ამერიკულ საჰაერო ძალებს მის ტერიტორიაზე გადაფრენისა და სასწრაფო დაშვების უფლებას აზლევდა. ამასთან დაკავშირებით, ამერიკულ სასამართლოში ყაზახური მხარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესანარჩუნებლად ამერიკელებს მოუწევთ თავი შეიკავონ პრეზიდენტ ნ.ნაზარბაევის წინააღმდეგ ყოველგვარი ბრალდებისგან. ასევე აღინიშნა, რომ დ.გრიფენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი განიხილება ყაზახეთის ოფიციალური პირების მიერ შიდაამერიკულ საკითხად, რომელიც ეხება აშშ-ს მოქალაქეს. თუმცა, 2004 წლის მარტში, აშშ-ის პროკურატურამ გამოაცხადა ყაზახეთის ორი მაღალჩინოსნის სახელი, რომლებიც მონაწილეობდნენ კორუფციულ შეთქმულებაში. ისინი იყვნენ პრეზიდენტი ნაზარბაევი და ყოფილი მინისტრი ნურლან ბალგიმბაევი . ნაზარბაევმა უარყო რაიმე მონაწილეობა ამ საქმეში და 2004 წლის მაისში განაცხადა, რომ შეუძლებლად მიაჩნდა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება. [2]
თავდაცვის ხაზი მდგომარეობდა იმაში, რომ გიფენმა დეტალურად აცნობა CIA-ს თავისი ქმედებების შესახებ, მოქმედებდა აშშ-ს ხელისუფლების მითითებებით და სანქციით და, შესაბამისად, კანონის თანახმად, არ ექვემდებარებოდა იურისდიქციას. პროკურატურამ არ უარყო გიფენის კონფიდენციალური ურთიერთობა აშშ-ს სამთავრობო უწყებებთან, მაგრამ აღნიშნა, რომ ის არასოდეს ყოფილა მათი თანამშრომელი, არასოდეს მიუცია ინფორმაცია მათთვის დანაშაულებრივი სქემების შესახებ და არ მიუღია მათი თანხმობა საეჭვო ფინანსურ ოპერაციებზე. ამავდროულად, რამდენიმე ძლიერი ლობისტური ფირმა ვაშინგტონში ცდილობდა საქმის განხილვას.
2007 წლის მაისში, ყაზახეთი და აშშ შერიგდნენ. ყაზახეთის მთავრობამ აღიარა რამდენიმე შვეიცარიის საბანკო ანგარიშის არსებობა და დათანხმდა იქ არსებული ყველა თანხების გადაცემას ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის. სანაცვლოდ, ამერიკულმა მხარემ პირობა დადო, რომ შეწყვეტდა ამ ინციდენტის შემდგომ რეკლამირებას. მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ უარყო რაიმე მონაწილეობა ქრთამის აღებაში, სამეცნიერო საზოგადოება თვლის, რომ ამ თანხის კონფისკაციაში მონაწილეობა დანაშაულის იმპლიციტური აღიარება იყო.
2010 წელს გიფენს 25 დოლარის ჯარიმა დააკისრეს. საიდუმლო დოკუმენტებზე მითითებით, რომელიც მან ნახა, მოსამართლემ გიფენს უწოდა "მისი ქვეყნის პატრიოტი", რომელიც "იყო ამერიკის მთავრობის ინფორმაციის წყარო" და რომელიც უკვე მიიღო საკმარისი სასჯელი ციხეში გატარებული ღამის და მრავალმილიონიანი დოლარის იურიდიული ხარჯების სხით [4] [5] .
2008 წლიდან 2014 წლამდე შვეიცარიის საბანკო ანგარიშების ხარჯზე ყაზახეთში ფუნქციონირებდა "ბოტას" საჯარო ფონდი, რომელიც გასცემდა გრანტებს ბავშვების განათლებისთვის [5] .
აშშ-ში დამკვირვებლები შოკირებული იყვნენ ამ შედეგით. რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შემდეგ, ყაზახეთის ხელმძღვანელობა დათანხმდა რამდენიმე საჰაერო დერეფნის გახსნას მის ტერიტორიაზე, ავღანეთში ამერიკული ჯგუფისთვის სამხედრო ტვირთის გადასაზიდად.
ლიტერატურა
რედაქტირებაAriel Cohen. Kazakhstan: The Road to Independence. — Central Asia-Caucasus Institute & Silk Road Studies Program, 2008. — ISBN 978-91-85937-36-3.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Peter Maass, The Fuel Fixers დაარქივებული 2018-08-13 საიტზე Wayback Machine. , The New York Times, December 23, 2007
- ↑ 2.0 2.1 Cohen 2008.
- ↑ Kazakhgate fires up Kazakhstan’s election campaign დაარქივებული 2012-02-12 საიტზე Wayback Machine. Eurasia Insight
- ↑ Владимир Козловский Русская служба Би-би-си, Нью-Йорк. "Казахгейт" кончился мягким приговором Гиффену. BBC News Русская служба. ციტირების თარიღი: 2018-05-23.
- ↑ 5.0 5.1 Фонд «Бота» завершает свою деятельность. Радио Азаттык. ციტირების თარიღი: 2020-06-12.