ყაბაყი (ლათ. Cucurbita pepo subsp. pepo)[1]მაგარკანიანი გოგრის ქვესახეობა. თაფლოვანაა. მისი სამშობლოა სამხრეთი და ცენტრალური ამერიკა. ევროპაში შემოიტანა ქრისტეფორე კოლუმბმა XV საუკუნეში, საჭმელში იყენებენ მხოლოდ XVIII საუკუნიდან. მანამდე კულტივირებული იყო როგორც დეკორატიული მცენარე.[2]

ყაბაყი
Cukety (2).jpg
სხვადასხვა ფერის ნაყოფი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  გოგრისებრნი
სახეობა:  მაგარკანიანი გოგრა
ქვესახეობა:  ყაბაყი
ლათინური სახელი
Cucurbita pepo subsp. pepo

ყაბაყი ბაღჩეული კულტურაა. აქვს ყვითელი ფერის დიდი ყვავილი. ნაყოფი თეთრი, ყვითელი, მუქი-მწვანე ან ჭრელია. სინათლის, სინოტივისა და სითბოსმოყვარული მცენარეა. 1°С-ზე ნაკლებ ტემპერატურის პირობებში იღუპება. ყაბაყი კულტურაში საყოველთაოდაა გავრცელებული, დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში უფრო პოპულარულია ცუკინი, რომელიც წარმოადგენს ყაბაყის ჯიშტიპს. ყაბაყის ნაყოფი შეიცავს 4,9 %-მდე ნახშირწყალს, 0,6 %-მდე ცილებს, 40 მგ % С ვიტამინს, აგრეთვე სხვა ვიტამინებს, კაროტინს, სხვადასხვა ფერმენტებს, Са, Fe, P, К მარილებს და წარმოადგენს დიეტურ პროდუქტს.[2] ყაბაყის დიეტა ბოლო ათწლეულების განმავლობაში პოპულარობით სარგებლობს.

ყაბაყს აქვს უნარი, შეიერთოს ტოქსიკური ნივთიერებები და შემდეგ ისინი ორგანიზმიდან გამოდევნოს. აქვს ანტიალერგიული ქმედება. ნაყოფის მომწიფებასთან ერთად იზრდება მასში შაქრებისა და კაროტინის შემცველობა. კაროტინის შემცველობით ყვითელკანიანი ყაბაყი სტაფილოსაც კი წინ უსწრებს. მინერალური მარილებიდან ყაბაყში ბევრია კალიუმი, ის ასევე სპილენძის მდიდარი წყაროა ორგანიზმისთვის.[3]

ყაბაყის ნაყოფს აგროვებენ ტექნიკური სიმწიფის სტადიაში, საკვებში გამოიყენებენ ძირითადად თერმოდამუშავების შემდეგ: შუშავენ, აკონსერვებენ. ცუკინის ნორჩი 10–15 სმ სიგრძის ნაყოფი გამოიყენება აგრეთვე უმი სახით სალათებში. თესლისგან ღებულობენ ზეთს, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს. სასოფლო-სამეურნეო ცხოველების საკვებად იყენებენ ნაყოფს ნედლი სახით და სილოსში. იყენებენ მწვანე კონვეიერში. ერთ-ერთი ყველაზე საადრეო და მოსავლიანი კულტურაა.[2]

სქოლიორედაქტირება