ღულელების კვირიას ეკლესია
ღულელების კვირიას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელების დასავლეთით, 1,5 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (4,2 x 3,1 მეტრი). ნაგებია რიყის ქვით, აფსიდის მხრებისა და თაღის წყობაში და აქა-იქ ფასადებზე გამოყენებულია შირიმიც. დაზიანებულია: სახურავზე აყრილია კრამიტი, მონგრეულია კარის ზემოთ კედლის ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გარეთკენ შევიწროებული სარკმელია, რომელსაც საფეხურად დამუშავებული ძირი აქვს. სარკმლის ორივე მხარეს თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. დარბაზის კამარა ნახევარწრიულია. ინტერიერი შელესილია. ეკლესიის გარშემო შეიმჩნევა ნასახლარების ნაშთები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცუბიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 419.