ღმერთების დაღუპვა (ფილმი)
ღმერთების დაღუპვა (იტალ. La caduta degli dei) — ლუკინო ვისკონტის გერმანული ტრილოგიის პირველი ფილმი. ერთობლივი გერმანულ-იტალიური ისტორიული ფილმი ეხება რიომის პუტჩის დროს მომხდარ ამბებს. სახელწოდება მოდის რიხარდ ვაგნერის ოპერიდან ღმერთების დაღუპვა, რომელიც ნიბელუნგების ბეჭდის ციკლის ბოლო ნაწილია. ფილმში ნაჩვენებია მეწარმეთა ოჯახის, ესენბაკების თანამშრომლობა ნაციონალ-სოციალისტებთან და მათი განადგურება.
„La caduta degli dei“ | |
---|---|
ჟანრი | დრამატული ფილმი |
დამდგმელი რეჟისორი | ლუკინო ვისკონტი |
სცენარის ავტორი | ნიკოლა ბედალუსიო, ენრიკო ბედიოლი, ლუკინო ვისკონტი |
როლებში | დირკ ბოგარდი, ინგრიდ ტულინი, ჰელმუტ ბერგერი |
კომპოზიტორი | მორის ჟარი |
მონტაჟი | რუჯერო მასტროიანი |
გამოსვლის თარიღი | 14 ოქტომბერი 1969 |
ხანგრძლივობა | 167 წუთი |
ქვეყანა | იტალია, გერმანია |
ენა | იტალიური, გერმანული |
შემდეგი | სიკვდილი ვენეციაში |
სიუჟეტი
რედაქტირებამოქმედება მიმდინარეობს 1933 წელს, გერმანიაში. ბარონი იოახიმ ფონ ესენბეკი, მეტალურგიული კონცერნის მფლობელი აღნიშნავს დაბადების დღეს ოჯახის წევრებისა და პარტნიორების გარემოცვაში. ნადიმის დროს ბარონი ვიცე-პრეზიდენტად დანიშნავს კონსტანტინს, ნაცისტური პარტიის წევრს, რომელსაც ასევე მაღალ თანამდებობაზეა მოიერიშეთა რაზმში. იოახიმი გადაწყვეტილებას ნაციზმის მზარდი აღმავლობით ხსნის. ამით უკმაყოფილო დარჩება ლიბერალური შეხედულებების მქონე ჰერბერტ ტალმანი, რომელიც აქამდე თავად იყო ვიცე-პრეზიდენტი. ტალმანი ხვდება, რომ გერმანიაში აღარ დაედგომება და გაქცევას გადაწყვეტს. ამით ისარგებლებს ფრიდრიხ ბრუკმანი, რომელიც ესენბაკთა საგვარეულოს წევრის, სოფის საყვარელია და მოკლავს იოახიმს. მას მხარს უჭერს აშენბახი, ესენბეკების შორეული ნათესავი და სს-ის მაღალი თანამდებობის პირი. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ტალმანი აღმოჩნდება, რომელიც გაიქცევა ქვეყნიდან, ხოლო საწარმო მემკვიდრეობით დარჩება სოფის შვილს, მარტინს. ეს უკანასკნელი დედის ჩაგონებით საწარმოს მმართველად ბრუკმანს დანიშნავს.
მარტინი, რომელიც პედოფილია, შეაცდენს ებრაელ ბავშვს, ლიზა კელერს, რომელიც თავ მოიკლავს. კონსტანტინი ამ ფაქტის გამო შანტაჟს მოუწყობს მარტინს, რომელიც იძულებული გახდება, რომ კონსტანტინი დანიშნოს საწარმოს მმართველად. სოფი და ბრუკმანი გადაწყვეტენ, თავიდან მოიცილონ კონსტანტინი. ამაში მათ კვლავ აშენბახი დაეხმარებათ. 1934 წლის 30 ივნისს, ვისზეესთან სს ჩახოცავს სა-ს მეთაურობას, მათ შორის კონსტანტინს, რომელსაც უშუალოდ ბრუკმანი მოკლავს.
აშენბახი, რომელიც ესენბეკების ოჯახის წევრებს მხოლოდ ნაციზმის ინტერესებისთვის იყენებდა, ახლა გადაწყვეტს სოფისა და ბრუკმანის წინააღმდეგ წასვლას. ის კარგად გამოიყენებს მარტინის სიძულვილს დედისადმი, ააამხედრებს მას სოფის წინააღმდეგ და შეიყვანს ნაცისტურ პარტიაში. მარტინი საწარმოს ერთადერთი მმართველი ხდება, მაგრამ ის მთლიანად ნაცისტური პარტიის კონტროლქვეშაა. ფილმის ბოლოს მარტინი საქორწილო რიტუალს მოუწყობს სოფისა და ბრუკმანს. ის ახალდაქორწინებულებს "საჩუქრად" კალიუმის ციანიდის ორ კაფსულას გადასცემს. ფილმი მთავრდება სცენით, როცა სს-ის მუნდირში გამოწყობილი მარტინი დგას გვამების წინ და იძლევა ნაცისტურ სალამს.
გამოხმაურება
რედაქტირებალუკინო ვისკონტის არცერთ ფილმს არ გამოუწვევია ასეთი დავა, როგორც "ღმერთების დაღუპვამ" გამოიწვია. მას ბრალს დებდნენ ნაციზმის თემის არასათანადო, მელოდრამატულ ასახვაში. მიუხედავად ამისა, ფილმმა 1970 წელს მიიღო პრიზები:
- ვენეციის კინოფესტივალი - პრიზი "ვერცხლის ლომი" საუკეთესო რეჟისურისთვის
- ოსკარი - ნომინაცია საუკეთესო ორიგინალური სცენარი
ჰელმუტ ბერბერმა (მარტინ ფონ ესენბაკი) პირველად ითამაშა დიდი როლი და საერთაშორისო ვარსკვლავი გახდა.