ღესქე
მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში
ღესქე — მწვერვალი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ჭანჭახისა და ღარულის (რიონის სისტემა) წყალგამყოფ კედელას ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3426 მ. აგებულია ზედაიურული და ქვედაცარცული კირქვებით, მერგელებით, ქვიშაქვებითა და ფიქლებით. მთის კალთები ციცაბოა, ზოგან — ქარაფოვანი. დამახასიათებელია ალპური ლანდშაფტი.
ღესქე | |
---|---|
ხედი ღესქეს უღელტეხილიდან | |
კოორდინატები: 42°38′57″ ჩ. გ. 43°39′59″ ა. გ. / 42.64917° ჩ. გ. 43.66639° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3426 მ |
ქედი | შოდა-კედელას ქედი |
ამგებელი ქანები | კირქვა, მერგელი, ქვიშაქვა და ფიქალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 585.