ღაჟოსებრნი[1][2] (ლათ. Laniidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მოიცავს აფრიკაში, ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და მთელ რიგ ოკეანურ კუნძულებზე გავრცელებულ 3 გვარის 32 სახეობას (არ არიან ავსტრალიაში, კუნძულ მადაგასკარზე).[3] მათი სხეულის სიგრძე 15-30 სმ (ზოგი გრძელბოლოიანი ფორმისა 45 სმ), მასა 25-120 გ აღწევს. ნისკარტი მოღუნულია, გვერდებიდან შებრტყელებული, წვეროზე კბილაკით აქვთ მოკლე, მომრგვალო ფრთები. აგრესიული ფრინველები არიან. ბინადრობენ ტყისპირებში, მეჩხერ ტყეებში, ბუჩქნარიან ღია ადგილებში, კულტურულ ლანდშაფტში. ბუდეს იკეთებენ ხესა ან ბუჩქზე, დებენ 4-6 კვერცხს, რომელთა ინკუბაცია 2 კვირამდე გრძელდება. იკვებებიან მსხვილი მწერებით, წრუწუნებით, ხვლიკებით, წვრილ-წვრილი ფრინველებით, იკეთებენ მარაგს (ნადავლს ეკალზე წამოაცმევენ). საქართველოში ბუდობს 3 სახეობა: კავკასიური ღაჟო (Lanius collurio), შავშუბლა ღაჟო (Lanius minor) და წითელთავა ღაჟო (Lanius senator). უკანასკნელი შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. საქართველოში ზამთრობს რუხი ღაჟო (Lanius excubitor).

ღაჟოსებრნი

მხარრუხა ღაჟო (Lanius excubitoroides)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Laniidae (Rafinesque, 1815)

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 80, 161, 208.
  2. Laniidae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  3. ღაჟოსებრნი (TSN 178509). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.