ქურმუხისწყალი
ქურმუხისწყალი, ქურმუხჩაი (აზერ. Kürmükçay) — მდინარე აზერბაიჯანში. ალაზნის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. წარმოიქმნება მდინარეების ქუნახაისუსა და ჰამამჩაის შეერთების შედეგად. სიგრძე 55 კმ, აუზის ფართობი 562 კმ².[1] საზრდოობს წვიმის (18 %), თოვლისა (38 %) და მიწისქვეშა წყლით (54 %). საშუალო წლიური ხარჯი 10,7 მ³/წმ. დამახასიათებელია ღვარცოფი.[2] ქვემო დინებაში დატოტვილია და გამოყენებულია სარწყავად. მდინარის ხეობაშია ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია.[3] ნაპირზეა ქალაქი კახი და სოფელი ილისუ.
ქურმუხისწყალი აზერ. Kürmükçay | |
---|---|
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
ტერიტორიული ერთეულები | კახის რაიონი |
სათავე |
აღმოსავლეთი კავკასიონი 41°28′12″ ჩ. გ. 47°03′13″ ა. გ. / 41.47000° ჩ. გ. 47.05361° ა. გ. |
შესართავი |
ალაზანი 41°20′20″ ჩ. გ. 46°41′20″ ა. გ. / 41.33889° ჩ. გ. 46.68889° ა. გ. |
სიგრძე | 55 კმ |
აუზის ფართობი | 562 კმ² |
მდინარის სისტემა | ალაზანი → მტკვარი → კასპიის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 10,7 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ქურმუხისწყალი ვიკისაწყობში |
ქართველი მეცნიერი ვახუშტი ბატონიშვილი ქურმუხის შესახებ გადმოგვცემს:[4]
„გიშის წყალს მოერთვის ჩდილოდამ ქურმუხის წყალი... ამ წყალზედ არს ქურმუხი, სიმაგრე დიდშენი, აწ სახლი ალისულტნისა.“
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Azərbaycanın hidroqrafiyası
- ↑ Мехтиева Б. Г. Исследование селевых зон в долине реки кюмрюк южного склона большого кавказа... 2016
- ↑ ქურმუხის წმ. გიორგი - Dzeglebi.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-28. ციტირების თარიღი: 2020-06-20.
- ↑ ბატონოშვილი ვახუშტი, საქართველოს გეოგრაფია, რედაქცია მ. გ. ჯანაშვილისა. თფილისი, 1904