ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია

ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია — ქართული მართლმადიდებლური ტაძარი ჰერეთში, დღევანდელ აზერბაიჯანში. მდებარეობს მდინარე ქურმუხისწყლის ხეობაში (კახის რაიონი), რაიონული ცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრის დაშორებით, ნუხისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეზე. კანგარაკის მთის კლდოვან წვერზე. იგი საინგლოს (ისტორიული ჰერეთის) ქართველობის მთავარი რელიგიური სიწმინდე და სალოცავია. ქურმუხის ეკლესიაში წირვა-ლოცვა ჯერჯერობით არ ტარდება, იგი წელიწადში მხოლოდ ორჯერ (გიორგობებზე) იღება მომლოცვეელებისათვის და აღესრულება პარაკლისი.

ქურმუხის ეკლესიის ხედი
ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია — აზერბაიჯანი
ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°23′20″ ჩ. გ. 46°55′17″ ა. გ. / 41.38889° ჩ. გ. 46.92139° ა. გ. / 41.38889; 46.92139
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
მუნიციპალიტეტი კახი
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ჯვრული
დეტალები
მასალა აგური

ტაძრის გეგმა

თანამედროვე ისტორიოგრაფიაში ქურმუხის ეკლესიის აშენების, აღმშენებლის და დათარიღების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. დღევანდელი ეკლესია აშენდა ძველი დანგრეული ტაძრის ნაცვლად 1890-იან წლებში არქიმანდრიტ (შემგომში კათოლიკოს-პატრიარქის) ლეონიდეს ხელმღვანელობით[1].

ქართულ საისტორიო წყაროებში ქურმუხის ეკლესია პირველად მოხსენიებულია ე. წ. მაღალაშვილისეული სახარების 1310 წლით დათარიღებულ მინაწერში. აქ აღწერილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ექვთიმეს მის იურისდიქციაში მყოფ სხვადასხვა ეპარქიაში მოგზაურობა, მათ შორის გიშ-ქურმუხის ეპარქიაშიც. აღნიშნული მოგზაურობის დროს პატრიარქმა ექვთიმემ მოინახულა გიშ-ქურმუხის ეპარქიის ეკლესიები და ქურმუხის მთავარეპისკოპოსს კირილე დონაურს ყველა ეკლესიისთვის სახარების გადაწერა დაავალა.

არქიტექტურა

რედაქტირება

ქურმუხის ტაძრის გეგმა წარმოადგენს ჩაწერილი ჯვრის ტიპს გარე კედლების სწორკუდხედში მოქცეული განვითარებული სამნაწილიანი საკურთხევლით. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს – დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ტაძარი აშენებულია კარგად გამომწვარი წითელი აგურისაგან, კირის დუღაბზე. კედლებში გამოყენებულია აგრეთვე ქვებიც; ფრონტონები და გუმბათის ყელი მთლიანად აგურისაა. ძირითადი სამშენებლო ერთეული კვადრატის მოხაზულობის თხელი აგურია.

ფოტო გალერეა

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნ. კობახიძე., თ. ბეჟიაშვილი, ჰერთა ქვეყანა, თბ., 2008
  • ქურმუხის ტაძარი, ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.15, თბ., 2007
  • გ. მარჯანიშვილი, ჰერეთი, თბ., 2005
  • ზ. ედილი, საინგილო, თბ., 1947
  • ადამია ი.,„ძველი ჰერეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 19 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1969 წელი. — გვ. 47-50

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, როინ მეტრველის რედაქტორობით, ნეკერი, 2000