ქურმუხისწყალი, ქურმუხჩაი (აზერ. Kürmükçay) — მდინარე აზერბაიჯანში. ალაზნის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. წარმოიქმნება მდინარეების ქუნახაისუსა და ჰამამჩაის შეერთების შედეგად. სიგრძე 55 კმ, აუზის ფართობი 562 კმ².[1] საზრდოობს წვიმის (18 %), თოვლისა (38 %) და მიწისქვეშა წყლით (54 %). საშუალო წლიური ხარჯი 10,7 მ³/წმ. დამახასიათებელია ღვარცოფი.[2] ქვემო დინებაში დატოტვილია და გამოყენებულია სარწყავად. მდინარის ხეობაშია ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია.[3] ნაპირზეა ქალაქი კახი და სოფელი ილისუ.

ქურმუხისწყალი
აზერ. Kürmükçay
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ტერიტორიული ერთეულები კახის რაიონი
სათავე აღმოსავლეთი კავკასიონი
41°28′12″ ჩ. გ. 47°03′13″ ა. გ. / 41.47000° ჩ. გ. 47.05361° ა. გ. / 41.47000; 47.05361
შესართავი ალაზანი
41°20′20″ ჩ. გ. 46°41′20″ ა. გ. / 41.33889° ჩ. გ. 46.68889° ა. გ. / 41.33889; 46.68889
სიგრძე 55 კმ
აუზის ფართობი 562 კმ²
მდინარის სისტემა ალაზანი → მტკვარი → კასპიის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 10,7 მ³/წმ
ქურმუხისწყალი — აზერბაიჯანი
ქურმუხისწყალი
ქურმუხისწყალი
— სათავე, — შესართავი
ქურმუხისწყალი ვიკისაწყობში

ქართველი მეცნიერი ვახუშტი ბატონიშვილი ქურმუხის შესახებ გადმოგვცემს:[4]

ვიკიციტატა
„გიშის წყალს მოერთვის ჩდილოდამ ქურმუხის წყალი... ამ წყალზედ არს ქურმუხი, სიმაგრე დიდშენი, აწ სახლი ალისულტნისა.“

სქოლიო რედაქტირება

  1. Azərbaycanın hidroqrafiyası
  2. Мехтиева Б. Г. Исследование селевых зон в долине реки кюмрюк южного склона большого кавказа... 2016
  3. ქურმუხის წმ. გიორგი - Dzeglebi.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-28. ციტირების თარიღი: 2020-06-20.
  4. ბატონოშვილი ვახუშტი, საქართველოს გეოგრაფია, რედაქცია მ. გ. ჯანაშვილისა. თფილისი, 1904