ქურთები აზერბაიჯანში

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 16 სექტემბერი 2023. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ქურთები აზერბაიჯანში — ეთნიკური უმცირესობა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მეათე საუკუნემდე განჯასა და მის შემოგარენს განაგებდნენ ქურთული დინასტიის წარმომადგენლები, შედადიანები და სამხრეთ კავკასიის ყველაზე ძლიერი ქურთული კლანები. ამ უკანასკნელებმა საზღვრები გააფართოვეს დღევანდელ სომხეთამდე.[4]

საერთო მოსახლეობა
6 100[1]
25 000[2][3] (0,1%[1])
ენები ქურთული, აზერბაიჯანული.
რელიგიები შიიზმი, ეზიდიზმი.

რუსი და მოგვიანებით საბჭოთა ეთნოგრაფის გრიგორი ჩურსინის თანახმად, თანამედროვე აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილებში ქურთული ემიგრაციის კიდევ ერთი სავარაუდო ტალღა უნდა მომხდარიყო 1589 წელს, ოსმალეთის იმპერიის ომის დროს.[5] [6] მეთვრამეტე საუკუნეში ბევრმა ქურთულმა ტომმა ყარაბაღის დაბლობებზე შექმნა ტომობრივი კავშირები აზერბაიჯანელებთან. მეცხრამეტე საუკუნის რუსი ისტორიკოსი პიტერ ბუდკოვი აღნიშნავს, რომ 1728 წელს მუღანის დაბლობზე ცხოვრობდნენ ქურთებისა და შაჰსევენების ჯგუფები, რომლებიც რეგიონში ნახევრად მომთაბარე მეცხოველეობას ეწეოდნენ.[7]

1807 წელს, სამხრეთ კავკასიაში რუსეთ-ირანის ომის დროს, ტომთა მეთაური მეჰმედ სეფი სულთნის ბრძანებით ირანიდან ყარაბაღის სახანოში გადავიდა, რომელსაც თან გაჰყვა 600 ქურთული ოჯახი. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრისთვის, ქურთი მოსახლეობოის დიდი რაოდენობით გამოირჩეოდა ზანგზური, ჯავანშირი და ჯიბრაილი.[5] 1886 წელს ისინი შეადგენდნენ ელიზაბეტპოლის (დღევანდელი განჯა) გუბერნიის მოსახლეობის 4,68 %-ს.[8] ქურთი მოსახლეობის გავრცელება ასევე შეინიშნებოდა ნახიჩევანში.[9] ირანიდან და ოსმალეთის იმპერიიდან ქურთების მასობრივი მიგრაცია[10] დღევანდელი აზერბაიჯანის მთიან მხარეებისკენ მიმდინარეობდა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში, სანამ 1920 წლამდე აზერბაიჯანი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში არ შევიდა. სამხრეთ კავკასიის ქურთული მოსახლეობა შიდა ემიგრაციისკენ იყო მიდრეკილი. 1920-იან წლებში აზერბაიჯანიდან ქურთები გადავიდნენ სომხეთში, სადაც ძირითადად დასახლდნენ აზერბაიჯანულ დასახლებულ რეგიონებში,[5] რამაც აზერბაიჯანის ქურთული მოსახლეობის მნიშვნელოვნად შემცირება გამოიწვია.[11]

აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, აზერბაიჯანის სსრ-ს ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა 1923 წელს შექმნა ლაჩინის, გუბადლისა და ზანგილანის რაიონებში ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც ცნობილი იყო როგორც „წითელი ქურთისტანი“. [12] 1926 წლის აღწერის მონაცემებით, რეგიონის მოსახლეობის 73 % იყო ქურთი, ხოლო 26 % აზერბაიჯანელი. [13] 1930 წელს იგი გაუქმდა და დარჩენილი ქურთების უმეტესობას თანდათანობით აზერბაიჯანელები ეწოდებოდათ.[14] 1930-იან წლებში კვლავ ფუნქციონირებდა ტრადიციული ქურთული თოჯინების თეატრი ქალბაჯარის რაიონში და ქურთული პედაგოგიური კოლეჯი ლაჩინში.[5] საბჭოთა ხელისუფლებამ აზერბაიჯანისა და სომხეთის ქურთული მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გადაასახლა ყაზახეთში 1937 წელს, ხოლო საქართველოში მცხოვრები ქურთები 1944 წელს.[15] 1961 წლიდან დეპუტატებმა ძალისხმევა არ დაიშურეს მათი უფლებების აღდგენისათვის, თუმცა უშედეგოდ. [16]

დემოგრაფია

რედაქტირება
1926[17] 1939[18] 1959[19] 1970[20] 1979[21] 1989[22] 1999[23] 2009[24]
41 193 6005 1487 5488 5676 12 226 13 100 6100

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Аристова Т. Ф. Курды Закавказья (историко-этнографический очерк). — М.: Наука, 1966.
  • Аристова Т. Ф. Материальная культура курдов XIX-первой половины XX в.. — М.: Наука, 1990.
  • Букшпан А. Азербайджанские курды. Лачин, Кельбаджары, Нахкрай (Заметки). — Баку: Азерб. гос. науч.-иссл. ин-т., 1932.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Population of Azerbaijan by ethnic groups. azstat.org. azstat.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 10 July 2012.
  2. 'The cultural situation of the Kurds დაარქივებული 2006-11-24 საიტზე Wayback Machine.
  3. Ismet Chériff Vanly, “The Kurds in the Soviet Union”, in: Philip G. Kreyenbroek & S. Sperl (eds.), The Kurds: A Contemporary Overview (London: Routledge, 1992). pg 164: Table based on 1990 estimates: Azerbaijan (180,000), Armenia (50,000), Georgia (40,000), Kazakhistan (30,000), Kyrghizistan (20,000), Uzbekistan (10,000), Tajikistan (3,000), Turkmenistan (50,000), Siberia (35,000), Krasnodar (20,000), Other (12,000), Total 450,000
  4. Б. Д.Греков Очерки истории СССР. Период феодализма, IX-XV вв.. — Академии наук СССР, 1953. — Т. 1. — С. 621.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Аристова Т.Ф. Из истории возникновения современных курдских селений в Закавказье // Советская этнография. — М., 1962. — № № 2.
  6. Encyclopedia of World Cultures, David Levinson, G.K. Hall & Co. (1991), p.225
  7. Encyclopedia of World Cultures, David Levinson, G.K. Hall & Co. (1991), p.225
  8. Елизаветпольская губерния // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона: В 86 томах (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  9. Н. Г. Волкова, Этнические процессы в Закавказье в XIX-XX вв., "Кавказский этнографический сборник", IV, М., 1969.
  10. Дмитрий Пирбари. Курды – исконные обитатели Ближнего и Среднего Востока დაარქივებული 2012-09-11 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links. Kurdishcenter.ru.
  11. Encyclopedia of World Cultures, David Levinson, G.K. Hall & Co. (1991), p.225
  12. The Kurds: A Contemporary Overview, Philip G. Kreyenbroek, Stefan Sperl, Routledge, (1992), ISBN 0-415-07265-4, p.201
  13. [1]
  14. Black Garden: Armenia and Azerbaijan Through Peace and War, Thomas De Waal, NYU Press, ISBN 0-8147-1945-7, p.133
  15. (რუსული) Партизаны на поводке.
  16. (თურქული) Kurdistana Sor
  17. Всесоюзная перепись населения 1926 года. Национальный состав населения по регионам республик СССР. «Демоскоп». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-03. ციტირების თარიღი: 2019-11-05.
  18. Всесоюзная перепись населения 1939 года. Национальный состав населения по республикам СССР. «Демоскоп». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-03. ციტირების თარიღი: 2019-11-05.
  19. Всесоюзная перепись населения 1959 года. Национальный состав населения по республикам СССР. «Демоскоп». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-03. ციტირების თარიღი: 2019-11-05.
  20. Всесоюзная перепись населения 1970 года. Национальный состав населения по республикам СССР. «Демоскоп». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-03. ციტირების თარიღი: 2019-11-05.
  21. Всесоюзная перепись населения 1979 года. Национальный состав населения по республикам СССР. «Демоскоп». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-26. ციტირების თარიღი: 2019-11-05.
  22. Всесоюзная перепись населения 1989 года. Национальный состав населения по республикам СССР. «Демоскоп». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-26. ციტირების თარიღი: 2019-11-05.
  23. Этнический состав Азербайджана (по переписи 1999 года)publisher="Демоскоп". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-26. ციტირების თარიღი: 2019-11-05.
  24. Ethnic composition of Azerbaijan: 2009 census. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-03. ციტირების თარიღი: 2019-11-05.