ქუთაისის სინაგოგა (ზედა სალოცავი)

ქუთაისის  სინაგოგა, ზედა სალოცავიXIX საუკუნის შუა ხანებში აგებული სინაგოგა ქუთაისში, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ისტორიულ „ებრაელთა უბანში“ (დღევანდელი ბორის გაპონოვის ქუჩაზე).

ქუთაისის სინაგოგა (ზედა სალოცავი)
ქუთაისის სინაგოგა (ზედა სალოცავი) — საქართველო
ქუთაისის სინაგოგა (ზედა სალოცავი)
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება იუდაიზმი
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ქუთაისი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნის შუა წლები

ზედა სალოცავი ქუთაისის ებრაელთა უბანში მდებარე სამი სინაგოგიდან ერთერთია.   XIX საუკუნის შუა ხანებში ქალაქში ებრაული მოსახლეობის რიცხოვნება გაიზარდა, უბანში არსებული ერთი სინაგოგა მლოცველთა რაოდენობას ვეღარ იტევდა, ამიტომ აუცილებელი გამხდარა უფრო დიდი და ტევადი სალოცავის აშენება. ადგილობრივ ებრაელთა საზოგადოებამ, XIX საუკუნის 50-იან წლებში ახალი სინაგოგას აგების გადაწყვეტილება მიიღო.

ქუთაისელ ებრაელებს სალოცავის აგება მდინარე რიონის ხეობის მარცხენა მხარეს, მწვანეყვავილას მაღლობზე, გელათის მიტროპოლიტ ზაქარია ქვარიანის მიერ აშენებული ციხე-კოშკის ქვედა ნაწილში, ეკლესიის მომიჯნავედ ,1859 თუ 1860 წელს წამოუწყიათ, აუშენებიათ და საზეიმო ვითარებაში გაუხსნიათ 1863 წლის ზაფხულში. [1] აღნიშნული სინაგოგა იწოდება „ზედა სალოცავად" (ზოგჯერ იყენებენ სახელწოდებას „ზედა ლოცვა").

სინაგოგა დღესდღეობით მოქმედია, თუმცა მლოცველთა სიმცირის გამო, ღვთისმსახურება, ძირითადად, მთავარ სალოცავში (დიდი სალოცავი) ტარდება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კეზევაძე მ., ქუთაისის ებრაელთა დასახლების მთავარი ქუჩები მე-19 საუკუნეში, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა, წელიწდეული VI, ქუთაისი, 2014, გვ. 150
  • ზარნაძე მ., სირბილაძე ზ., ქუთაისელი ქართველი ებრაელები, ქუთაისი, 2019

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ზარნაძე მ., სირბილაძე ზ., ქუთაისელი ქართველი ებრაელები, ქუთაისი, 2019, გვ. 20.