ქუთაისის სინაგოგა (დიდი სალოცავი)

სინაგოგა ქუთაისში

ქუთაისის  სინაგოგა, დიდი სალოცავიXIX საუკუნის 70-80-იან წლებში აგებული სინაგოგა ქუთაისში, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე, ისტორიულ „ებრაელთა უბანში“ (დღევანდელი ბორის გაპონოვის ქუჩაზე).

ქუთაისის სინაგოგა (დიდი სალოცავი)
ქუთაისის სინაგოგა (დიდი სალოცავი) — საქართველო
ქუთაისის სინაგოგა (დიდი სალოცავი)
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება იუდაიზმი
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ქუთაისი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნის 70-80-იანი წლები

ქუთაისის  სინაგოგა ქალაქის ებრაელთა უბანში მდებარე სამი სინაგოგიდან ერთერთია. ის ქვისაგან აგებულ, თლილი ქვით მოპირკეთებულ ნაგებობას წარმოადგენს. მისი კურთხევა 1887 წლის 14 მაისს მოხდა. სინაგოგა ადგილობრივ ებრაელთა საზოგადოების დაფინანსებით აშენდა და მისი მშენებლობა ათი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაზეთ „ივერიის“ ცნობით:

 
„თთოთხმეტს ამ თთვეს ქუთაისის ებრაელებმა დიდის ამბითა და დღესასწაულით აკურთხეს ახალი ჩინებულად ქვით ნაგები თორა (სინაგოგა), რომელიც დაუჯდა ორმოც ათას მანეთამდე აქაურ ებრაელ საზოგადოებას და რომელსაც აშენებდნენ თითქმის ათი წლის განმავლობაში.[1]

სინაგოგა აგების დღიდანვე წარმოადგენდა ებრაელთა რელიგიური და კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრს. სინაგოგის გვერდით მდებარე დამხმარე ნაგებობაში ასწავლიდნენ ებრაულ ენას; აქვე იყო ფურნე, სადაც ცხვებოდა „მაცა“ რელიგიური რიტუალისათვის.

დღესდღეობით სინაგოგა მოქმედია. ნაგებობა ისტორიული ღირსშესანიშნაობაა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კეზევაძე მ., ქუთაისის ებრაელთა დასახლების მთავარი ქუჩები მე-19 საუკუნეში, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა, წელიწდეული VI, ქუთაისი, 2014, გვ. 150
  • ზარნაძე მ., სირბილაძე ზ., ქუთაისელი ქართველი ებრაელები, ქუთაისი, 2019

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება