ქოჩების ტბა
ტბა საქართველოში, კახეთის მხარეში
(გადამისამართდა გვერდიდან ქოჩები)
ქოჩების ტბა — მომცრო ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს შირაქის ვაკესა და ივრის ზეგანს შორის, ზღვის დონიდან 775 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,38 კმ², წყლის მოცულობა 1 060 200 მ³, წყალშემკრები აუზის ფართობი 1,3 კმ². მაქსიმალური სიღრმე 3,2 მ, საშუალო სიღრმე 2,8 მ. ტბა გაუდინარია. წყალი მომლაშოა (6,9 გრ/ლ).[2] ქოჩების ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს პატარა ტბა.[3]
ქოჩების ტბა | |
---|---|
ტბა მოჩანს უკანა პლანზე | |
კოორდინატები: 41°26′27″ ჩ. გ. 46°08′46″ ა. გ. / 41.44083° ჩ. გ. 46.14611° ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 775 მ |
ფართობი | 0,38 კმ² |
მოცულობა | 0,0010602 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 2,8 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 3,2 მ |
აუზის ფართობი | 1,3 კმ² |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 182.
- ↑ აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 553.
- ↑ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი[მკვდარი ბმული]