ქოს მღვიმე

მღვიმე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში

ქოს მღვიმეკარსტული მღვიმე საქართველოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მიგარიის მასივზე, მდინარე ხობისწყლის მარცხენა მხარეზე. შეფარდებითი სიმაღლე 10 მ. გამომუშავებულია ცარცულ კირქვებში, გაჩენილია სინკლინურ ნაოჭში. მღვიმეს აქვს დაბალი გვირაბის ფორმა, ცალკეული დარბაზული გაფართოებით. კედლები დაკარსტულია, საერთო სიგრძე — 170 მ. მღვიმური ნალექებიდან გვხვდება კალციტის ბრექჩისებრი ნაზარდები; აგრეთვე ლოდნარი. მღვიმეში გაედინება პატარა ნაკადული. ძნელმისადგომია.

ქოს მღვიმე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
შეფარდებითი სიმაღლე 10 მ
სიგრძე 170 მ
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები კირქვა

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.