მიხეილ ქორელი

(გადამისამართდა გვერდიდან ქორელი, მიხეილ)

მიხეილ ფილიმონის ძე ქორელი (ქორიძე) (დ. 8 ნოემბერი, 1876, მილანი — გ. 27 მაისი, 1949, თბილისი) — ქართველი რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1941).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა XIX საუკუნის ქართული მუსიკალური კულტურის ცნობილი მოღვაწის ფილიმონ ქორიძის ოჯახში. შემოქმედებითმა ატმოსფერომ იმთავითვე განსაზღვრა ნიჭიერი ახალგაზრდის მომავალი. ყმაწვილი სწავლობდა ჯერ პეტერბურგის უნივერსიტეტში, შემდეგ მოსკოვის ლაზარევის სახელობის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში. პარალელურად მსახიობობდა და როდესაც 1092 წელს ერუდირებული აღმოსავლეთმცოდნე სამშობლოში დაბრუნდა, მას 8 წლის სასცენო გამოცდილებაც ჩამოჰყვა რუსეთიდან.

თბილისში მიხეილ ქორელმა განაგრძო მსახიობობა, შემდეგ გადავიდა ბაქოს ქართულ თეატრში. 1910 წლიდან როგორც რეჟისორი, ხელმძღვანელობდა თეატრებს და დგამდა სპექტაკლებს ქუთაისში, თბილისში, ბათუმში, ჭიათურასა და რესპუბლიკის სხვა ქალაქებში. მანვე დიდი წარმატებით განახორციელა უ. შექსპირის „მაკბეტი“, იბსენის „ნორა“, ე. ტოლერის „კაცი-მასა“, ჰ. ჰერანსის „იმედის დაღუპვა“, სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, შ. დადიანის „გუშინდელნი“ და სხვა პიესები. რეალისტი ხელოვანი თანმიმდევრულად იცავდა მოსკოვის სამხატვრო აკადემიური თეატრის შემოქმედებით პრინციპებს.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 346, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება