ქომიტო
ქომიტო — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რუსეთის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს, პირიქითის ქედზე. სიმაღლე 4261 მ. აგებულია ლიასური თიხაფიქლებით. მთის ზედა ნაწილი კლდოვანია. ჩრდილოეთ კალთაზე 2-2,5 კმ² ფართობის მყინვარებია. სამხრეთ კალთაზე რამდენიმე თოვლყინულის ლაქაა შემორჩენილი. ქვემო კალთები შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით.
ქომიტო | |
---|---|
![]() ქომიტო | |
კოორდინატები: 42°31′58″ ჩ. გ. 45°35′59″ ა. გ. / 42.53278° ჩ. გ. 45.59972° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 4261 მ |
ქედი | პირიქითი ქედი |
ლიტერატურა რედაქტირება
- კურდღელაიძე გ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 547.