დიდივანი
(გადამისამართდა გვერდიდან ქვემო სურები)
დიდივანი, ვანი — თემი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ყოფილი ქვემო სურები. მოიცავს სოფლებს: გაღმა დობირო, გამოღმა დობირო, გურისტყე. მდებარეობს მდინარე სუფსის ხეობაში.
ისტორია
რედაქტირებათემის ტერიტორიაზე, ე. წ. რცხილის გორაზე 1985 წელს აღმოჩნდა ძვ. წ. XIII საუკუნის ბრინჯაოს ნივთების განძი, რომელიც ცნობილია დიდი ვანის განძის სახელით. განძი დაცულია ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. სოფელში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.[1]სოფელში დაიბადა და აქვე დაამთავრა სკოლა ნოე რამიშვილმა. ამავე სკოლაში 1897-1902 წლებში სწავლობდა ილია სიხარულიძე. დიდივანის თემი შეიქმნა 1920 წელს.[2]
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[3] | 710 | ||
1911[4] | 1227 | ||
2014 | 86 |
გალერეა
რედაქტირება-
მდინარე სუფსა
-
ხიდი მდინარე სუფსაზე
ლიტერატურა
რედაქტირება- რამიშვილი, ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 415.
- დიდი ვანის თემი // გურიის ერობის მოამბე, 26 მაისი, 1920, № 18, გვ. 4.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ბაქრაძე, დ ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987 [1878]. — გვ. 190.
- ↑ დიდი ვანის თემი // გურიის ერობის მოამბე, 7 იანვარი, 1920, № 2, გვ. 6-7.
- ↑ Кавказскій календарь на 1914 годъ, Тифлись, 1913, стр. 197.
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 205.