დიდი ვანის განძი
დიდი ვანის განძი — ძვ. წ. XIII საუკუნის ბრინჯაოს ნივთების განძი, აღმოჩენილია 1985 წელს სოფელ დიდ ვანში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), ე. წ. რცხილის გორაზე. აღნიშნული განძიდან საყურადღებოა ბრინჯაოს თოხი, რომელსაც აქვს ფართო მორკალური პირი და ტანისაგან გამოყოფილი სატარე. დაცულია ნ. ბერძენიშვილის სახ. ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- რამიშვილი ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 415.