ვერა ქემაშვილი
(გადამისამართდა გვერდიდან ქემაშვილი, ვერა)
ვერა ბათურის ასული ქემაშვილი (დ. 15 აპრილი, 1929, სოფ. ხურთისი, ახლანდ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი — გ. უცნობია) — ქართველი მრთველი. სოციალისტური შრომის გმირი (1966), თბილისის საპატიო მოქალაქე (1986). სკკპ წევრი 1955 წლიდან. სკკპ XXVI–XXVII ყრილობის დელეგატი.
1949 წელს დაამთავრა თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმი. 1949–1950 წლებში მუშაობდა თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატ „საბჭოთა საქართველოში“ კამვოლური ნართის წარმოებაში ტექნოლოგიის პროცესების კონტროლიორად. 1950 წლიდან იყო ქვეოსტატი.
1981–1986 წლებში იყო სკკპ ცენტრალური სარევიზიო კომისიის წევრი. დაჯილდოეულია ლენინის ორდენით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 499.