ქეთევან კოლხიდელი

ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (1997), ქუთაისი

ქეთევან კოლხიდელი (დ. 27 იანვარი, 1921, ფოთი ― გ. 22 იანვარი, 2008) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (1997), ქუთაისის საპატიო მოქალაქე. საქართველოს დამსახურებული არტისტის (1967) ივანე მიქიაშვილის მეუღლე.

ქეთევან კოლხიდელი
დაბადების სახელი ქეთევან ნაჭყებია
დაბადების თარიღი 27 იანვარი, 1921
ფოთი
გარდაცვალების თარიღი 22 იანვარი, 2008 (86 წლის)
ქუთაისი
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) ივანე მიქიაშვილი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1936 წელს დაამთავრა თბილისის საცდელ-საჩვენებელი სკოლა. სწავლობდა მარჯანიშვილის თეატრთან არსებულ სტუდიაში.

ფოთის თეატრის სცენაზე ნ. გოძიაშვილი დგამდა შალვა დადიანის დრამას „რუსთაველი“ და 18 წლის ქეთევან ნაჭყებია წაიყვანა ფოთის თეატრში თამარ მეფის როლის შესასრულებლად. რეჟისორმა ის მონათლა კოლხიდელად. მსახიობი სიცოცხლის ბოლომდე ამ ფსევდონიმს ატარებდა.

1937-1952 წლებში ქეთევან კოლხიდელი ფოთის, ხოლო 1952 წლიდან ქუთაისის თეატრის მსახიობია. 70 წელი იდგა ქართული თეატრის სცენაზე და წარმატებით ასრულებდა როგორც ტრაგიკულ, ასევე სახასიათო როლებსაც. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: თამარ მეფე (შ. დადიანის „შოთა რუსთაველი“), ჯავარა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), თინა (ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“), ჩიტუნია (შ. დადიანის „გუშინდელნი“), ივდითი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), ლიზა (მ. გორკის „მზის შვილები“), გაიანე, ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ქეთევანი (დ. ერისთავის „სამშობლო“), მარინე (ვ. გუნიას „და-ძმა“), საპატარძლო (ფ. გარსია ლორკას „სისხლიანი ქორწილი“), დეზდემონა (უ. შექსპირის „ოტელო“), ელისაბედ დედოფალი (უ. შექსპირის „რიჩარდ III“) და სხვა. გადაღებულია მხატვრულ ფილმებში: „საბუდარელი ჭაბუკი“, „პიერი მილიციის თანამშრომელი“ და სხვა.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ფილმოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება