ქეთევან კინწურაშვილი

მეცნიერი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ქეთევან კინწურაშვილი (დ. 16 მაისი, 1956, თბილისი) — ქართველი ხელოვნებათმცოდნე, მეცნიერი და პედაგოგი.

ქეთევან კინწურაშვილი
დაბ. თარიღი 16 მაისი, 1956(1956-05-16)[1] (68 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი[1]
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა პედაგოგი და ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

რედაქტირება

1978 წელს ქეთევან კინწურაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების, ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი. 1978–2006 წლებში იყო გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1998–2004 წლებში სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი. 2005-2011 წლებში შ.რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი. 1995, 2004 და 2007 წლებში მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის (აშშ, მასაჩუსეტსი) მიწვეული პროფესორი. პრაღის ღია საზოგადოების ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობის (1995, 1996), საერთაშორისო სამეცნიერო გაცვლის (ვაშინგტონი, 1998), ზალცბურგის გლობალური სემინარების (1999, 2006), ოქსფორდის კოლეჯთა სამასპინძლო პროგრამის (2001), ფულბრაიტის მეცნიერთა გაცვლის (2003, 2004), კრაკოვის საერთაშორისო კულტურის ცენტრის (2022), ჰარვარდის მოწვეული მეცნიერის (2023), პოლონური ინსტიტუტის (2020, 2022) და სხვა პროგრამების თუ ორგანიზაციების სტიპენდიატი.

2012 წელს იყო ეროვნული კურატორი პრაღის მე-12 კვადრიენალეზე. დავით კაკაბაძის მონოგრაფიული გამოფენის სამეცნიერო კონსულტანტი (დ. შევარდნაძის საქართველოს ეროვნული გალერეა, 2013). გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით განახორციელა საგამოფენო პროექტი — „მალშტრემი: ფრანც მარკი, გერმანული ექსპრესიონიზმი და მოდერნიზმი საქართველოში“. 2023 წელს პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტრომ მიანიჭა მედალი „Gloria Artis“.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

რედაქტირება
  • ამერიკის საგანმანათლებლო პროგრამების მონაწილეთა ასოციაცია, წევრი (1999)
  • მუზეუმების საერთაშორისო კავშირი, წევრი (2008)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1981)
  • თამარ მეფის ორდენი (2021)

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • დავით კაკაბაძის ნამუშევრები „ანონიმური საზოგადოების“ კოლექციის ფონზე, საუკუნის ხელოვნება (ავანგარდი) : თბ., 2005, გვ. 167-198
  • საუკუნის ხელოვნება, თბ., 2005, გვ. 199

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება