ქაცვი (ლათ. Hippophae) — ხშირტოტებიანი ბუჩქოვანი მცენარეა ფშატისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 1,5-3,5 , იშვიათად 10 მ. სიმაღლის ხეა. ფოთლები მორიგეობითია, მოკლე ყუნწებით, ხაზურ-ლანცეტა, ზემოდან მონაცისფრო-მუქი მწვანეა, ქვემოდან მოვერცხლისფრო-თეთრი. ყვავილები ორსახლიანია, სწორი ჯამისებური, უფურცლო ყვავილსაფარით.

ქაცვი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ვარდისნაირნი
ოჯახი:  ფშატისებრნი
გვარი:  ქაცვი
ლათინური სახელი
Hippophae

ნაყოფი წვნიანი, პრიალა, ნარინჯისფერი, ყვითელი ან მოწითალოა, სფეროსებრი ფორმის, სხედან ძალიან მოკლე ნაყოფსამაგრზე, რომელიც სქლად ერთხმის ტოტს.

გავრცელება

რედაქტირება

ქაცვი იზრდება მდინარის ნაპირებზე, მთის ფერდობებზე, ტენიან ადგილებში, სადაც ხშირად ქმნის ძნელადმისადგომ აღმონაცენს. განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული ქაცვის მდინარეების რიონისა და ცხენისწყლის ხეობებში, სადაც შესაძლებელია მისი მასიურად დამზადება.

ქიმიური შემადგენლობა

რედაქტირება

ნაყოფები საჭმელად ვარგისია, მომჟავო, მდიდარი ვიტამინებით ანანასის სუნით. შეიცავს 3,5%-მდე შაქარს, 2,6% მჟავებს, 8% ცხიმოვან ზეთებს 300-450 მგ.% C-ვიტამინს, კაროტინს, B1, B2, BC (ფოთლის მჟავა) და E ვიტამინებს. ნაყოფში შემავალი ზეთი მიდის ჭრილობის შემხორცებელი წამლების დასამზადებლად.

გამოყენება

რედაქტირება

ხალხურ მედიცინაში ქაცვის ნაყოფებს იყენებენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ, კუჭის სამკურნალო და სურავანდის საწინააღმდეგო საშუალებას. გამოიყენება აგრეთვე ქაცვის ფოთლებიც. ისინი შეიცავს 230-260 მგ.% C-ვიტამინს და 10%-მდე მთრიმლავ ნივთიერებებს. ნორჩი ყლორტებისა და ფოთლებისაგან იღებენ შავ, ხოლო ნაყოფებიდან – ყვითელ საღებავებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

იმერეთის სამკურნალო ფლორა დაარქივებული 2007-10-15 საიტზე Wayback Machine.