ქართლი (გაზეთი)
„ქართლი“ — ქართული გაზეთი. გამოდიოდა 1912–1913 წლებში გორში კვირაში სამჯერ. რედაქტორ-გამომცემელი ი. ცინცაძე, № 47-დან გამომცემელი — მ. ციციშვილი. აშუქებდა საქართველოს ისტორიის, ლიტერატურის,თეატრის, მედიცინის და სხვა საკითხებს. ბეჭდავდა მოთხრობებს, ლექსებს, ფელეტონებს, საშინაო და საგარეო ინფორმაციას, წერილებსა და სტატიებს. თანამშრომლობდნენ ვაჟა-ფშაველა, შიო არაგვისპირელი, კონსტანტინე ყიფიანი, მოსე ჯანაშვილი, დუტუ მეგრელი, ანასტასია ერისთავ-ხოშტარია, თედო რაზიკაშვილი, ვ. ეგნატაშვილი, იოსებ გრიშაშვილი, სიკო (სვიმონ) ფაშალიშვილი და სხვები. დაიხურა ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით. ჰქონდა ყოველკვირეული დამატება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 466.