ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადა 1957

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ქალთა I საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა 1957 წელს, 2-დან 21 სექტემბრამდე, ქ. ემენში, ნიდერლანდები.

50-ან წლებში ქალთა ჭადრაკმა საკმაო გავრცელება და პოპულარობა მოიპოვა. უკვე რეგულარულად ტარდებოდა მატჩები მსოფლიოს პირველობისათვის, რომელსაც წინ უძღოდა რამდენიმე საფეხურიანი შესარჩევი სისტემა. ამ პერიოდისათვის უკვე 12-ჯერ ჩატარდა ვაჟთა საჭდრაკო ოლიმპიადები, რომლებმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა ჭადრაკის მოყვარულთა შორის. ყოველივე ამის გათვალისწინებით 1953 წლის აგვისტოში შვეიცარიის ქალაქ შაფჰაუზენში გამართულ ფიდეს 24-ე კონგრესზე საბჭოთა დელეგაციამ შეიტანა წინადადება ჩაეტარებინათ ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადები. კონგრესმა წინადადება განიხილა და შექმნა საგანგებო კომისია, რომელსაც უნდა შეემუშავებინა ოლიმპიადის ჩატარების დებულება. კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ ვერა ჩუდოვა (სსრ კავშირი, თავმჯდომარე), რუანა მარია ბრიუსი (ინგლისი), ფენი ჰეემსკერკი (ნიდერლანდები) და ედიტ კელერ-გერმანი (გდრ). კომისიამ უკვე ერთი წლის შემდეგ წარუდგინა ფიდეს დამუშვებული დებულება, მაგრამ ფიდეს ლაბირინთებში გადაწყვეტილების მიღების საქმე ოდნავ გაიწელა და ბოლოს გადაწყდა რომ, ქალთა პირველი საჭადრაკო ოლიმპიადა 1957 წელს გაიმართებოდა. ამავე გადაწყვეტილებაში ფიდემ ქალთა მიმართ ერთი დისკრიმინაციული პუნქტიც ჩადო, გუნდები ორ დაფაზე შეეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და სათადარიგო მოჭადრაკე არ ეყოლებოდათ (კაცები ამ დროს ოთხ დაფაზე და ორი სათადარიგოთი თამაშობდნენ).

1957 წლის 2 სექტემბერს ნიდერლანდების ქალაქ ემენის დონლონის ფაბრიკის სააქტო დარბაზში ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა. გამოფენილი იყო გამარჯვებულისათვის დაწესებული გარდამავალი პრიზი — ვერა მენჩიკის სახელობის თასი. ამ თასისათვის ბრძოლაში კი 21 გუნდი ჩაება. უპირველეს ფავორიტად საბჭოთა ნაკრები ითვლებოდა, რომლის შემადგენლობაში მაშინდელი მსოფლიოს ჩემპიონი, ოლღა რუბცოვა და სსრ კავშირის ჩემპიონი, კირა ზვორიკინა იცავდნენ. ძლიერი გუნდები ჰყავდათ რუმინელებს (მარია პოგორევიჩი, მარგარეტა ტეოდორესკუ), იუგოსლავებს (ლიდია ტიმოფეევა, ტერეზა შტადლერი), აღმოსავლელ გერმანელებს (ედიტ კელერ-გერმანი, ურსულა ალტრიჰტერი). სხვა გუნდებშიც იყვნენ ისეთი ძლიერი მოჭადრაკეები როგორებიც იყვნენ: ვენკა ასენოვა (ბულგარეთი), ფენი ჰეემსკერკი (ნიდერლანდები), კვეტა ერეტოვა (ჩეხოსლოვაკია), კრისტინა ჰოული (შემდგომში — რაძიკოვსკა, პოლონეთი) და სხვა.

თავდაპირველად გუნდები სამ შვიდ გუნდიან ქვეჯგუფად დაიყვნენ. ქვეჯგუფებიდან პირველი სამი საუკეთესო გადიოდა მთავარ ფინალში, ჯგუფებში მეოთხე-მეხუთე ადგილებზე გასული გუნდები გაითმაშებდნენ საერთო მე-10-15 ადგილებს, ხოლო მეექვსე-მეშვიდე ადგილებზე გასულები — მე-16-21 ადგილებს.

პირველ ჯგუფში საბჭოთა მოჭადრაკეებს წინააღმდეგობა ვერავინ გაუწია და მათაც მხოლოდ ნახევარ-ნახევარი ქულა დაუთმეს ჰოლანდიელებსა და რუმინელებს. დიდი ბრძოლა გაჩაღდა ფინალის დანარჩენი ორი საგზურისათვის. ჰოლანდიის, რუმინეთის და ჩეხოსლოვაკიის გუნდები ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს. მატჩები მათ შორის ფრედ დამთვრდა და ყველაფერს წყვეტდა თუ ვინ რამდენ ქულას აიღებდა ფრანგ, ირლანდიელ და ფინელ მოჭდრაკეებთნ. ყველაზე კარგად ეს ნიდერლანდელებმა შესძლეს (5 ქულა). 4,5 მოაგროვეს რუმინელებმა. ჩეხები კი მოულოდნელად დამარცხდნენ ირლანდიელებთნ და მთავარი ფინალის მიღმა დარჩნენ. მეორე ქვეჯგუფში ოთხი გუნდი იბრძოდა ფინალის სამი საგზურისათვის. საბოლოოდ რბოლას ამერიკელები გამოაკლდნენ, რომლებიც გდრ-ის ნაკრებთნ 0-2 წაგებამ დატოვა ფინალის მიღმა. უფრო დიდი ბრძოლა გაიმართა მესამე ქვეჯგუფში. საბოლოოდ ოთხი გუნდი ნახევარქულიან სხვაობაში ჩაჯდა. ზედმეტი პოლონელები აღმოჩდნენ.

ფინალში თავიდანვე დიდი ბრძოლა წარიმართა. სამი ტურის შემდეგ სსრკ-ს, გდრ-ს და უნგრეთის გუნდებს 4-4 ქულა ჰქონდათ. მეოთხე ტურიდან სსრ კავშირის ნაკრები გალიდერდა, თუმცა მეექვსე ტურში მას გდრ-ს გუნდი წამოეწია. ორივე ნაკრებს 8-8 ქულა ჰქონდათ. ამ დროისათვის 6 ქულა ჰქონდათ უნგრელებს და 4,5 — რუმინელებს. ამავე დროს ორივე გუნდს ერთი თამაშით ნაკლები ჰქონდათ ჩატარებული. მეშვიდე ტურში საბჭოელები ისვენებდნენ, რუმინელებმა 2-0 მოუგეს გფრ-ის ნაკრებს, ხოლო გდრ-ს ნაკრებმა დაამარცხა უნგრელები და ფაქტობრივად გამოთიშა ისინი მედლებისათვის ბრძოლას. მეტად მნიშვნელოვანი იყო მერვე ტურის მატჩი საბჭოთა და გერმანელ მოჭდრაკეებს შორის. ეს გერმანელების ბოლო მატჩი იყო და ისინი ქულანახევრით უსწრებდნენ სსრ კავშირის ნაკრებს, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები ჰქონდა ჩატარებული. საბჭოთა მოჭდრაკეებმა ეს მატჩი ჩინებულად ჩატარეს. რუბცოვამ მოუგო კელერ-გერმანს, ხოლო ზვორიკინა ყაიმს დასჯერდა ალტრიჰტერთნ. ბოლო ტურის გდრ-ის ნაკრებსს 10 ქულა და დამთავრებული ჰქონდა ასპარეზობა. სსრ კავშირის ნაკრებს 9,5 ქულა ჰქონდა და მატჩი ბულგარეთთან. რუმინელებს 8,5 და მატჩი იუგოსლავიელებთნ. ბოლო ტურში საბჭოთა მოჭადრაკეებმა მხოლოდ ქულა აიღეს ბულგარელებთნ, რუმინელებმა კი 2-0 დაამარცხეს იუგები და ორივე გუნდს თანაბარი, 10,5-10,5 ქულა აღმოაჩნდა. აქ საქმეში ჩაერია დებულების ის პუნქტი, რომელიც ქულათა თანაფარდობის შემთხვევაში უპირატესობას მეტი მატჩის მომგებ გუნდს ანიჭებდა. საბჭოელებს ერთი მატჩით მეტი ჰქონდათ მოგებული და მსაჯთა კოლეგიის თავკაცმა, ბელგიელმა დიდოსტატმა ალბერიკ ოკელიმ ვერა მენჩიკის თასი საბჭოთა მოჭადრაკეებს გადასცა.

გარდა ოლიმპიური ჩემპიონის ოქროს მედლისა კირა ზვორიკინას გადაეცა ნიდერლანდების დედოფლის სპეციალური ჯილდო ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგისათვის.

ტექნიკური შედეგები

რედაქტირება

პირველი ქვეჯგუფი: 1.   სსრკ - 11 2.   ნიდერლანდები - 7,5 3.   რუმინეთი - 7 4.   ჩეხოსლოვაკია - 6 5.   ირლანდია - 5 6.   საფრანგეთი - 3,5 7.   ფინეთი - 0

მეორე ქვეჯგუფი: 1.   გდრ - 10 2.   ბულგარეთი - 9 3.  უნგრეთი - 8 4.  აშშ - 7 5.   შოტლანდია - 3,5 6.   ავსტრია - 3 7.   ლუქსემბურგი - 1,5

მესამე ქვეჯგუფი:1.   იუგოსლავია - 8,5 2.   გერმანია - 8,5 3.   ინგლისი - 8 4.   პოლონეთი - 8 5.   დანია - 6 6.  ნორვეგია - 3 7.   ბელგია - 0

ფინალური ეტაპი

XVI - XXI ადგილები

16.   საფრანგეთი - 8,5 17.   ავსტრია- 7,5 18.   ფინეთი- 6 19.  ნორვეგია- 4,5 20.  ბელგია- 2,5 21.  ლუქსემბურგი- 0

X - XV ადგილები

10.  აშშ- 8 11.  ჩეხოსლოვაკია- 8 12.  პოლონეთი- 7,5 13.  დანია- 4,5 14.  ირლანდია- 1 15.  შოტლანდია- 1

I - IX ადგილები

გუნდები 1 2 3 4 5 6 7 8 9
1 სსრ კავშირი   1 1,5 1 1 1 1,5 1,5 2 10,5
2 რუმინეთი 1   1 1 1 2 0,5 2 2 10,5
3 გდრ 0,5 1   1,5 1,5 1,5 1,5 1 1,5 10
4 უნგრეთი 1 1 0,5   0,5 1 1,5 1,5 1,5 8,5
5 ბულგარეთი 1 1 0,5 1,5   1 1 0 2
6 იუგოსლავია 1 0 0,5 1 1   1,5 2 0,5 7,5
7 ინგლისი 0,5 1,5 0,5 0,5 1 0,5   1 1,5 7
8 გფრ 0,5 0 1 0,5 2 0 1   1 6
9 ნიდერლანდები 0 0 0,5 0,5 0 0,5 0,5 1   4

ჩემპიონის შედეგები მატჩების მიხედვით

რედაქტირება
  სსრკ                             + = -
ოლღა რუბცოვა 1 0,5 1 1 0,5 1 0,5 0,5 0,5 1 0 0,5 1 0,5 9,5 14 6 7 1
კირა ზვორიკინა 1 1 1 1 1 1 1 0,5 1 1 1 0,5 0,5 0,5 12 14 10 4 0

პრიზიორთა შემადგენლობა და შედეგები

რედაქტირება

  რუმინეთი

მარია პოგორევიჩი - 8,5 (+6=5-3),მარგარეტა ტეოდორესკუ - 9 (+6=6-2).

  გდრ

ედიტ კელერ-გერმანი - 10,5(+8=5-1),ურსულა ალტრიჰტერი - 9,5 (+6=7-1).

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით

რედაქტირება
პირველი დაფა ქვეყანა %
კრისტინა ჰოული   პოლონეთი 9 11 81,9
ედიტ კელერ-გერმანი   გდრ 10,5 14 75,0
გიზელა გრესერი   აშშ 7,5 11 68,2
მეორე დაფა ქვეყანა %
კირა ზვორიკინა   სსრკ 12 14 85,7
კვეტა ერეტოვა   ჩეხოსლოვაკია 12 14 85,7
ჯეკილაინ პიატიგორსკი   აშშ 7,5 11 68,2

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თენგიზ გიორგაძე. ქართული ჭადრაკის მატიანე. თბილისი, ,,განათლება’’ 1995.
  • თენგიზ გიორგაძე. საჭადრაკო ოლიმპიადების ჩემპიონები. თბილისი. ,,ცოდნა’’ 1984.
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება