ფუტუნგი
ფუტუნგი (ჩინ.: 浦东新区) — შანხაის რაიონი, რომელიც მდებარეობს მდინარე ხუანგფუს აღმოსავლეთით, შანხაის ისტორიული ცენტრის მოპირდაპირედ, ფუსიში. რაიონის სახელი ასახავს მის ისტორიულ პიზიციას, როგორც ხუანგფუს „აღმოსავლეთ ნაპირს“, რომელიც ცენტრალური შანხაის ტერიტორიაზე გაედინება. მდინარის მიმდენარე ტერიტორია ამჟამად ცნობილია როგორც ფუტუნგის ახალი ტერიტორია, სახელმწიფოს დონის ახალი ტერიტორია. ეს ფუტუნგის ახალი ტერიტორია აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვამდე ვრცელდება.
ფუტუმგის ტრადიციული ტერიტორია ამჟამად მოიცავს ლუძიაწუეის ფინანსურ და სავაჭრო ზონას, ასევე შანხაის საფონდო ბირჟასა და შანხაის ცნობილი ნაგებობების დიდ ნაწილს. ამ შენობებს შორისაა: აღმოსავლური მარგალიტის კოშკი, ძინ მაოს კოშკი, შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრი და შანხაის კოშკი. ეს თანამედროვე ცათამბრჯენები გადაჰყურებს ფუსის ისტორიულ ნაწილს. ახალი ტერიტორიის დანარჩენი ნაწილი მოიცავს: შანხაის პორტს, შანხაის ექსპოს პარკს და საუკუნის პარკს, ჭანგძიანგის მაღალტექნოლოგიური პარკს, შანხაის ფუტუნგის საერთაშორისო აეროპორს, ძიოუტუანშანის ჭარბტენიანი ტერიტორიების ბუნებრივი ნაკრძალი, ნანხუეის ახალი ქალაქი და შანხაის დისნეის.
ისტორია
რედაქტირებაფუტუნგი სიტყვა-სიტყვით „მდინარე ხუანგფუს აღმოსავლეთ ნაპირს“ ნიშნავს. თავდაპირველად ეს ტერიმინი აღნიშნავდა მხოლოდ ნაკლებად განვითარებულ ადგულს შანხაის ძველ ქალაქსა და შანხაის საერთაშორისო დასახლებებს შორის. ეს ტერიტორია ძირითადად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ადგილს წარმოადგენდა და ნაკლებად იყო განვითარებული. ფუტუნგი როგორც დასახლება პირველად დაარსდა 1958 წელს. პპ1961]] წელს დასახლება გაიყო: ხუანგფუს, იანგფუს, ნანშის, უსუნგისა და ჩუანშას რეგიონებად. 1992 წლის 1 ოქტომბერს ფუტუნგის დასახლების თავდაპირველი ტერიტორია ჩუანშას დასახლებას შეუერთდა და შედეგად ფუტუნგის ახალი ტერიტორია დაარსდა.
2009 წლის 6 მაისს გაირკვა, რომ სახელმწიფო საბჭომ მიიღო კანონი ნანხუეის რეგიონის ფუტუნგთან შეერთების შესახებ, რაც მთლიანად შანხაის აღმოსავლეთ ნაწილს გააერთიანებდა. 2010 წელს ფუტუნგმა უმასპინძლა შანხაის მსოფლიო საგამოფენო და საკონვენციო ექსპოს, რის გამოც ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა შანხაის ექსპოს პარკი.
ამჟამად ფუტუნგის ახალი ტერიტორია მიცავს ფუტუნგის თავდაპირველი დასახლების (შანხაის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი), ჩუანშას დასახლებისა ნანხუეის რეგიონს.
დემოგრაფია
რედაქტირებაფუტუნგი შემოსაზღვრულია მდინარე ხუანგფუს მიერ დასავლეთით და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვით აღმოსავლეთით. ფუტუნგი ვრცელდება ფუსიდან („დასავლეთ ნაპირი“), შანხაის უძველესი ნაწილიდან. დასახლების მთლიანი ფართობია 1210.4 კვადრატული კილომეტრი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეექვსე საყოველთაო მოსახლეობის აღწერის შედეგად, დასახლების მოსახლეობამ 5 044 430 ადამიანი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2000 წლის აღწერასთან შედარებით 1.9 მილიონითაა გაზრდილი. ამჟამად, ფუტუნგის მაცხოვრებლებიდან მინიმუმ 2.1 მილიონი ადამიანი ამ ტერიტორიაზე ჩინეთის სხვა პროვინციებიდან და ქალაქებიდანა მიგრაციის შედეგადაა დასახლებული.[1]
ფუტუნგი შანხაის რაიონებს შორის ყველაზე მეტი ადამიანითაა დასახლებული. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეექვსე საყოველთაო მოსახლეობის აღწერის შედეგად, ტერიტორიაზე ცხოვრობდა 5 044 430 ადამიანი და შესაბამისად 1 814 802 ოჯახი, შანხაის მთლიანი მოსახლეობის თითქმის 1/4.[2] ფუტუნგის მოსახლეობა ეროვნულ საშუალო მაჩვენებელზე მეტად იზრდება მიგრანტების ხარჯზე. 2010 წლის მონაცემებით დადგინდა, რომ ფუტუნგის მოსახლეობა წინა ათწლეულთან შედარებით 58.26%-ით გაიზარდა.
მიგრანტების გამოკლებით, ფუტუნგში შობადობის მაჩვენებელი 0.806%-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც გარდაცვალების მაჩვენებელი 0.729-ია. ამის შედეგად მოსახლეობის ზრდადობის მაჩვენებელი 0.077%-ია. შობადების საერთო მაჩვენებელი არის 1.03.[3] ფუტუნგის მოსახლეობა, საერთო ჯამში, ძირითადად, მიგრანტების ხარჯზე იზრდება.
2010 წლის მონაცემებით ფუტუნგის მოსახლეობის სიმჭიდროვე 3 909 ადამიანს წარმოადგენდა ერთ კვადრატულ კილომეტრზე. მოსახლეობის დაახლოებით 3/4 ფუტუნგის ჩრდილოეთ ნაწილში ე. წ. „ჩრდილეთის ტერიტორიაზე“ ცხოვრობს.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებაფუტუნგი დაძმობილებულია ქალაქებთან:
გალერეა
რედაქტირება-
მარგალიტის კოშკი ღამით
-
ფუტუნგი
-
ფუტუნგის პანორამული ხედი აღმოსავლეთიდან
-
ძინ მაოს ნაგებობა
-
შანხაის ფუტუნგის კოშკები მდინარე ხუანგფუს სანაპიროზე
-
ლუძიაწუეი
-
ლუძიაწუეი ღამით
ლიტერატურა
რედაქტირება- Kris Olds, “Globalizing Shanghai: The ‘Global Intelligence Corps’ and the Building of Pudong," Cities 12, no. 3 (1997) 109–23.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ (in Chinese) China Statistical Office. Data from the Sixth National Population Census of the People's Republic of China
- ↑ Summary of Pudong Data from the Sixth National Population Census http://gov.pudong.gov.cn/pudongNews_inform/Info/Detail_365360.htm დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Population analysis of Pudong, 2011 http://rkjsw.sh.gov.cn/dr/qxinfo/310115/2012227/000000003500038000944464363.html?openpath=spfp/qxinfo/310115 დაარქივებული 2015-01-09 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Sister Cities Committee. City of Beverly Hills (2019-07-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-19. ციტირების თარიღი: 2019-07-01
- ↑ Vice Chairman of Shanghai visited Kuopio. Kuopio Innovation (2013-06-04). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-08. ციტირების თარიღი: 2021-11-02.