ფუტკარა (ლათ. Digitalis) — მცენარეთა გვარი შავწამალასებრთა ოჯახისა. ორ- ან მრავალწლოვანი ბალახებია, იშვიათად ბუჩქები ან ნახევრად ბუჩქები.

ფუტკარა

წითელი ფუტკარა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Digitalis

გვარში 35-მდე სახეობაა. გავრცელებულია ევროპაში, დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში, უმთავრესად ხმელთაშუაზღვისპირეთში. საქართველოში იზრდება 4 სახეობა.

გვხვდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ტყისპირებსა და ბუჩქნარებში, ქვიან ადგილებზე და ჩამონაზვავებზე დაბლობიდან ალპურ სარტყლამდე. გვარის ყველა სახეობა შხამანია, შეიცავს გლიკოზიდებს. გულის დაავადებათა სამკურნალოდ ხმარობენ მცენარის ყველა ნაწილს, განსაკუთრებით ფოთლებს.

ზოგი მნიშვნელოვანი სამკურნალო მცენარეა: ფუტკარა (ლათ. Digitalis ferruginea) მრავალწლოვანი მცენარეა. საქართველოში სუბალპური ტყის ზონაშია გავრცელებული. პირველ წელს კიდემთლიანი, ბუსუსიანი, მოგრძო ფოთლები როზეტად უვითარდება, მეორე წელს — დაღარულ ბუსუსებიან ღეროზე ჟანგისფერლაქებიანი მჯდომარე ფოთლები აქვს. მტევან ყვავილედს ჟანგისფერ-ყვითელი ყვავილები ქმნის. ძოწი ანუ წითელი ფუტკარა (ლათ. Digitalis purpurea) ჩვენში მხოლოდ კულტურაშია გავრცელებული (მისი სამშობლოა შუა ევროპა).

ლამაზი წითელი ყვავილები აქვს, დეკორატიულია. წამწამოვან ფუტკარას (ლათ. digitalis ciliata) მჯდომარე ლანცეტა ფოთლები და მოთეთრო ყვავილები აქვს. საქართველოში კავკასიონზე გვხვდება.

ადგილობრივი სახელწოდებები

რედაქტირება

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ფუტკარას სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებენ:[1]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ფუტკარა / მაყაშვილი, ა. ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი
  2. სასუტელა / უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა