ფუნდურა, ფუნაგორია (ლათ. Geotrupidae) — ხოჭოების ჯგუფი მოცურალასებრთა ოჯახისა, მოიცავს რამდენიმე ქვეოჯახს (Apholiinae, Geotrupinae, Scarabaenae და სხვ.). მათი სხეულის სიგრძე 70 მმ აღწევს. ფერად მურა ან შავია, ზოგჯერ ლითონისებრი ბზინვარება დაკრავს. ხოჭო და მატლი ნაკელით იკვებება, ზოგი კი ლეშით, იშვიათად კი მცენარეებით. ჯგუფში 6000 სახეობაზე მეტია, აქედან ყოფილ სსრკ-ში 450-მდე სახეობა. საქართველოში აღსანიშნავია სიმინდის ფუნაგორია (ლათ. Pentodon idiota), რომელიც აზიანებს შაქრის ჭარხალს , სიმინდს, მზესუმზირასა და სხვ. ფუნაგორიებს დიდი მნიშვნელობა აქვთ როგორც ასენიზატორებს, ზოგი კი პარაზიტული ჭიების შორისული მასპინძელია.

ფუნდურა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
კლასი:  მწერები
ოჯახი:  მოცურალასებრნი
ლათინური სახელი
Geotrupidae

ლიტერატურა

რედაქტირება