მოცურალასებრნი (ლათ. Dytiscidae), წყლის ხოჭოების ოჯახი. მათი სხეულის სიგრძე 1,5-50 მმ აღწევს, მოგრძო-ოვალური ფორმა აქვთ. უკანა ფეხები საცურაოა, წინა — სატაცი. მოცურალასებრნი ცხნოვრობენ მტკნარ, იშვიათად ნაკლებად მლაშე წყლებში. ღამით ხოჭოები გამოდიან წყლიდან და ფრენენ. მოცურალასებრთა მატლები მტაცებელია, იკვებებიან წყლის უხერხემლოებით. მსხვილი ფორმები თავს ესხმიან თავკომბალებს და ლიფსიტებს. ზოგი სახეობა სისხლმწოვ კოღოებს ანადგურებს. მოცურალასებრთა ოჯახი იყოფა რამდენიმე ქვეოჯახად. ცნობილია 2500 სახეობა. საქართველოში 80-მდე სახეობაა გავრცელებული.

მოცურალასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ხეშეშფრთიანები
ოჯახი:  მოცურალასებრნი
ლათინური სახელი
Dytiscidae

ლიტერატურა

რედაქტირება
  • აბაშიძე ვ., ქსე, ტ. 7, გვ. 153, თბ., 1984