ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფსილოფიტები(ლათ. Psilophyta), (ბერძ. psilos — შიშველი და phyton — მცენარე) — ამომწყდარ უმაღლეს მცენარეთა განყოფილება. ეს პატარა უფესვო მცენარეები ჭურჭელბოჭკოვანთა ყველაზე პრიმიტიული წარმომადგენლები არიან. ჰქონდათ სადა, დოქოტომიურად დატოტვილი, უფოთლო ან პატარ-პატარა, ზოგჯერ ქაცვისებრი გამონაზარდებით დაფარული ღეროები, კენწრული სპორანგიუმები, ერთგვაროვანი სპორებით (ჰომოსპორია).

ფსილოფიტი

ფსილოფიტები ცნობილი არიან ზედა სილურული ეპოქიდან; დევონური ეპოქის ბოლოს თითქმის მთლიანად გადაშენდნენ. ზედა დევონური ეპოქიდან ნაპოვნია მხოლოდ ერთადერთი ტიპური ფორმა — ლათ. Psilophyton princeps.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფსილოფიტები“-დან