ფრიქსელის ტბა (ინგლ. Lake Fryxell) — ხმელეთშუა მოქცეული ტბა ვიქტორიას მიწის რეგიონში, ანტარქტიდაში. მდებარეობს ტრანსანტარქტიკული მთების ტეილორის ხეობაში კანადის მყინვარსა და თანამეგობრობის მყინვარს შორის. ტბის სიგრძე შეადგენს 4,5 კმ-ს, ფართობი — 7 კმ²-ს. მდებარეობს ზღვის დონიდან 15 მეტრ სიმაღლეზე, აქვს 19 მეტრი სიღრმე.

ფრიქსელის ტბა
კოორდინატები: 77°37′ ს. გ. 163°11′ ა. გ. / 77.617° ს. გ. 163.183° ა. გ. / -77.617; 163.183
მდებარეობა ანტარქტიდის დროშა ანტარქტიდა
სიმაღლე ზღვის დონიდან 15 
სიგრძე 4,5 კმ
სიგანე 1,5 კმ
ფართობი 7 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 19,2 
ფრიქსელის ტბა — ანტარქტიდა
ფრიქსელის ტბა

ტბა მუდმივად დაფარულია დაახლოებით 5 მეტრი სისქის ყინულის ფენით. წყალი ტბაში მარილიანია, ახლოა ზღვის წყლის შემადგენლობასთან. 9,5 მეტრის ქვემოთ აღმოჩენილია მეთანის და გოგირდწყალბადის მაღალი კონცენტრატები. ზაფხულობით წყლის ტემპერატურა მერყეობს 0,5 °C-დან 2,5 °C-მდე.

ფრიქსელის ტბა რუკაზე დაიტანა ბრიტანეთის ანტარქტიკულმა ექსპედიციამ რობერტ სკოტის ხელმძღვანელობით 1910-1913 წლებში. 1957-1958 წლებში ამერიკული დიპ-ფრიზის ოპერაციის ჩატარების დროს ტბა გამოიკვლია პროფესორმა ტ. ლ. პევემ, რომელმაც მას სახელი დაარქვა ცნობილი გლაციოლოგის ფრიტიოფ მ. ფრიქსელის (ინგლ. Fritiof M. Fryxell) პატივსაცემად.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

  ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ფრიქსელის ტბა

  • USGS GNIS: Lake Fryxell (ინგლისური)
  • M. J. F. Lawrence, C. H. Hendy, Water column and sediment characteristics of Lake Fryxell, Taylor Valley, Australia // New Zealand Journal of Geology and Geophysics, The Royal Society of New Zealand, Feb 1958, ტ. 28.